სამუშაოს აღწერა: მისასვლელი გზების მოვლა-შენახვა (დაახლ. 25 კმ) ჩამკეტი და საკონტროლო სადგურების მოსაწყობად მილსადენის აღმოსავლეთ სექციაში, დაცვის პერსონალის საყოფაცხოვრებო საგნებით უზრუნველყოფა.
ნაგებობის ზედაპირის არქიტექტურული დაპროექტება, გენერატორების და დიდი მოცულობის აკუმულატორების შესანახი ადგილის დაპროექტება, ნაპირსამაგრი ნაგებობების და მდინარის კალაპოტის ლანდშაფტის დაპროექტება გარემო პირობების გათვალისწინებით, ღიობის არ არსებობის შემთხვევაში, განივი ჰიდროლოგიური ნაგებობის ჰიდროლოგიური გამოთვლა.
9 კმ თორის მისასვლელი გზის ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევა. ხრეშიანი გზის და ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება (სამი პატარა ხიდის და 32 წყალგამტარი მილის დაპროექტება).
ნაგებობის და მასთან დაკავშირებული ყველა მზიდი ელემენტის კვლევა. ვენტილატორების დამონტაჟებისათვის სამშენებლო მოთხოვნების განსაზღვრა, კაბელების გაყვანა, რ/ბ ფილის გამაგრების, პირაპირას დამონტაჟებისა და საყრდენი ჩარჩოს დაპროექტება. ნაგებობის გაანგარიშება სეისმურობის მიხედვით.
PSG1-სა და PSG2-ზე განხორციელდა გეოდეზიური სამუშაოები და ვიზუალური გეოტექნიკური შემოწმება, სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შენახვისათვის რ/ბ საძირკვლების დაპროექტება, ურიკის გასაჩერებელი ადგილის ფუნდამენტის დაპროექტება.
სამუშაოს აღწერა: პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა – ორი ეზოს მოხრეშვა (მთლიანი ფართობი 928 მ2) და შემოფარგვლა ეკლიანი მავთულით, ორი საოფისე მოდულის მშენებლობა, სათავსოს, სასადილოს, ტუალეტების და დაცვის ჯიხურების მოწყობა, ფილების დაბეტონება, მასალების და ინსტრუმენტების შესანახი კონტეინერების დამონტაჟება, წყლის საქაჩის დამონტაჟება, 1200 მ სიგრძის და 5 მ სიგანის ნაგავსაყრელთან მისასვლელი მოხრეშილი გზის მოწყობა.
არსებული ნაგებობის გეგმის შედგენა, საწყობის გაანგარიშება 8 ბალიანი მიწისძვრისთვის, სარემონტო სამუშაოების მოცულობების დადგენა: ბეტონის სამუშაოები, სადურგლო საქმე, შელესვა და ელექტროობა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. 1200 კმ2 გზის გაწმენდა და ნაწილობრივი პროფილირება. მიწის და რ/ბ კიუვეტების მოწყობა; ფოლადის წყალგამტარი მილების განთავსება ეზოს შესასვლელებსა და გზების გადაკვეთებში. სანიაღვრე ჭების მოწყობა.
სარეკოგნოსცირებო სამუშაოები საქართველოში გამავალ ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენზე საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლებთან ერთად, საკვლევი და საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება, კალენდარული გრაფიკების შედგენა, საკვლევი და საპროექტო სამუშაოების ღირებულებების დადგენა, რომლებიც მოიცავდა ოთხ ძირითად კომპონენტს: გაზსადენი, გეოტექნიკური საშიშროებები, გაზსადენის ინფრასტრუქცურა და გარემოს დაცვა.
გეოტექნიკური ჭაბურღილების ბურღვა, გრუნტის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციების დამონტაჟება, როგორიცაა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზები, წყალმომარაგება, ანგარიშების შედგენა.
სამუშაოს აღწერა: ბაკურიანში ნავთობით დაბინძურებული წყლის დაღვრის თავიდან ასაცილებლად 6 მცირე ზომის მდინარის გადაკვეთაზე დროებითი დამბების დაპროექტება და მშენებლობა. დამბები წარმოდგენილია ქვიშის ტომრების სახით. დამბების მდგრადობის უზრუნველყოფისა და წყლის დაწნევის განსახორციელებლად, ტომრები ჩამაგრებულია შესაბამისი წესის მიხედვით.