შპს აიდისის ხარისხის სტრატეგია მიზნად ისახავს მომსახურების შესაბამისობას კლიენტის და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებთან, ოპტიმალური პროდუქციული დანახარჯების შესაბამისი მოლოდინის გადაჭარბებას, მუშაობას სპეციფიკაციებისა და სტანდარტების მიხედვით, რათა მიღწეულ იქნას მაღალი შედეგი.
შპს აიდისის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა შეესაბამება ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს „კვლევა-ძიების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, დაპროექტების, მშენებლობის, სამოქალაქო და საწარმოო შენობების, გზების და მილსადენების პროექტების მენეჯმენტის“ სფეროში. შპს აიდისის აღნიშნული სტანდარტის სერტიფიკატი მიენიჭა TÜV SÜD Management Service GmbH კომპანიის მიერ 2018 წელს. 2010-დან 2018 წლამდე შპს აიდისი ფლობდა ISO 9001:2008 სერტიფიკატს. კომპანიამ წარმატებით გაიარა მესამე მხარის მიერ ჩატარებული ყოველწლიური შემოწმებები სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და ასევე განმეორებითი სასერტიფიკაციო აუდიტები 2013 და 2016 წლებში.
შპს აიდისის ხარისხის მენეჯმენტის სახელმძღვანელო და შესაბამისი პროცედურები შემუშავებულია ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისად.
ჩვენი ხარისხის სტრატეგია დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:
-
სრულყოფილების მიზნად დასახვა;
-
ნაყოფიერად მუშაობა, რათა გაიზარდოს სამუშაოს ფასეულობა;
-
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტური მოქმედება და მუდმივი განვითარება;
-
მთლიანი მენეჯმენტის და ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობა ხარისხზე;/p>
-
ჯგუფური მუშაობის საშუალებით ჰარმონიის, ეფექტურობის და შემოქმედებითობის მხარდაჭერა;
-
ყოველმხრივი კოორდინაცია ჩვენს ქვეკონტრაქტორებთან მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ორივე მხარის კმაყოფილების მიდგომის პირობებში;
-
შპს აიდისის ყველა განყოფილების უზრუნველყოფა საჭირო რესურსებით, რათა გადაწყვეტილ იქნას ამოცანები ხარისხის სფეროში;
ჩვენი ხარისხის მიზნებია: დამკვეთის უკმაყოფილების აღმოფხვრა, შესრულებულ სამუშაოზე მიბრუნების და შეკეთებითი სამუშაოების მინიმუმამდე დაყვანა, სამუშაოს ფასის შემცირება შრომის ნაყოფიერების გაზრდის ხარჯზე.
შპს აიდისის მიზანია შექმნას თავისი მოღვაწეობის სფეროში მუდმივად განვითარებადი, სანდო და მაღალპროფესიონალური კომპანიის სახე.