მოძებნე პროექტი

    ძებნის პარამეტრები

    • საძიებო სიტყვა
    • წელი
    • კლიენტი

    პროექტები

    წყალქვეშა ნავთობის მილების აწყობის სამუშაოები

    კომპანია „სმიტ ლამნაკო“ ახორციელებს ბაქო-სუფსის ნავთონსადენზე ნავთობის მილების გამოცვლის სამუშაოებს. აიდისის სამუშაოთა მოცულობა მოიცავს ახალი SPM მილების აწყობას. აიდისი დამკვეთს აწვდის სხვადასხვა სახის ტექნიკას (ამწეები, ორკაპა სატვირთველები, ძრავიანი ნავები, გენერატორები, სანათი კოშკები, კონტეინერები და ა.შ.), ასევე, უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის პერსონალს, როგორიცაა პროექტის კოორდინატორი, პროექტის მენეჯერი, უბნის ზედამხედველი, მილების აწყობის ზედამხედველი, მილების აწყობის ტექნიკოსი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცრები, აწევითი სამუშაოების ზედამხედველები, მეტაკელაჟეები, PACE ტერმინალის ოპერატორები და ა.შ. სამუშაოები სრულდება საქართველოში, ფოთის პორტში.

    Additional Info

    • კლიენტი Smit Lamnaco Georgian Branch
    • სამუშაოს ტიპი მომსახურების უზრუნველყოფა
    • დაწყება თებერვალი 2024
    • დამთავრება აპრილი 2024
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ტექნიკის და პერსონალის მიწოდება

    შპს ოუშენირინგი ახორციელებს ბაქო-სუფსის ნავთონსადენზე ერთწერტილოვანი მიბმის (SPM) მილების გამოცვლის სამუშაოებს. აიდისის სამუშაოთა მოცულობა მოიცავს ახალი SPM მილების აწყობას და ძველი SPM მილების დაშლას. აიდისი დამკვეთს აწვდის სხვადასხვა სახის ტექნიკას (ამწეები, ორკაპა სატვირთველები, ძრავიანი ნავები, გენერატორები, სანათი კოშკები, კონტეინერები და ა.შ.), ასევე, უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის პერსონალს, როგორიცაა პროექტის კოორდინატორი, პროექტის მენეჯერი, უბნის ზედამხედველი, მილების აწყობის ზედამხედველი, მილების აწყობის ტექნიკოსი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცრები, აწევითი სამუშაოების ზედამხედველები, მეტაკელაჟეები და ა.შ. აიდისის სამუშაოთა მოცულობაში შედის SPM მილების გამოცვლის სახმელეთო სამუშაოები. სამუშაოები სრულდება საქართველოში, ფოთის პორტში.

    Additional Info

    • კლიენტი LLC Oceaneering International Services Branch of Georgia
    • სამუშაოს ტიპი მომსახურების უზრუნველყოფა
    • დაწყება ივლისი 2023
    • დამთავრება ოქტომბერი 2023
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ავტოსადგომის გაფართოების პროექტი

    აშშ-ს საელჩოსთვის მანქანების ავტოსადგომის მოწყობა

    Additional Info

    • კლიენტი აშშ-ის საელჩო საქართველოში
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება მარტი 2023
    • დამთავრება მაისი 2023
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ობიექტების მართვის და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა

    სამუშაოები მოიცავს ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ინფრასტრუქტურის, შენობების, გაყვანილობების და მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებას, ტესტირებას / ვერიფიკაციას, რემონტს, აქტივების რეგისტრაციას და სადაც საჭროა, გამოცვლას.

    ეს უკლებლივ მოიცავს შემდეგს: შენობები, ფიზიკური უშიშროების მოწყობილობები და პერიმეტრის განათება, გზები, ფენილები, ბილიკები და მყარი ზედაპირები სამუშაო უბნების პერიმეტრის ღობის ფარგლებში, ყველა განათების და ილუმინაციის ობიექტები და ფიტინგები, სატელევიზიო სისტემები, მათ შორის საკაბელო ტელევიზიის ლიცენზიები, მოწყობილობები, საკომპლექტო ყუთები, რეკრეაციული ობიექტები, მექანიკური მოწყობილობები, ელექტრო მოწყობილობები, მათ შორის ძირითადი დენის წყარო და განაწილება, სახანძრო და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემები და მოდულები, მოწყობილობების ჩათვლით, ხმოვანი და მონაცემთა სისტემები, ყველანაირი პროფილირებული და საფარიანი გზები სამუშაო უბნების ფარგლებში, უშიშროების სისტემები, მათ შორის ღობეები და სხვა დამხმარე მოწყობილობები, დამონტაჟებული ძირითადი მოწყობილობები, მათ შორის, და არამხოლოდ: ელექტრო დენის გენერატორები, დენის განმანაწილებლები, სასმელი წყალი, საკანალიზაციო წყლის გადამუშავება, უბნის სადრენაჟო სისტემა, გათბობა, ვენტილაცია, ჰაერის კონდიცირება, ცხელი და ცივი წყალი, ავტომატური სახანძრო დეტექციის სისტემა და სახანძრო წყლის სისტემა (გარდა უშიშროების სისტემებისა), კვების და სამრეცხაო ობიექტების მოწყობილობები, საგზაო მოძრაობის მართვის სისტემები და სხვა მსგავსი.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი ტექნიკური მომსახურება
    • დაწყება მარტი 2022
    • დამთავრება მარტი 2025
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    იარაღის მაღაზიის რეკონსტრუქცია / რემონტი

    სამუშაოები მოიცავს შენობის მოდიფიკაციას და რემონტს. არსებული შენობის მოდიფიკაცია / რემონტი მოიცავდა: ახალი ტიხრების მოწყობას ბლოკის კედლების და თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციებით; სამზარეულოს და საპირფარეშოს სივრცეების რესტავრაციას, შეღებილი კედლების რესტავრაციას, ელექტრო ქსელების, განათების, მონაცემთა ქსელების, ვიდეო მონიტორინგის, დაშვების კონტროლის, უკანონო შემოჭრის განგაშის დეტექციის სისტემების მოწყობას.

    Additional Info

    • კლიენტი Solid Square Ltd
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა, რეკონსტრუქცია
    • დაწყება სექტემბერი 2021
    • დამთავრება დეკემბერი 2021
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საინჟინრო და კონსტრუქციული სამუშაოების უზრუნველყოფა

    საინჟინრო სამუშაოები - დროებითი სამუშაოები, სამშენებლო უბნების გაწმენდა, სამშენებლო უბნების მოწყობა, მასალების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება (დატვირთვა-გადმოტვირთვა და აწევა), ბეტონის ჩასხმა ადგილზე, ანაკრები ბეტონის კონსტრუქციები, ხიმინჯების მოწყობა, ექსკავაცია, ნაპირგამაგრება, შემოღობვა, საკანალიზაციო ჭები, შურფები / დახურული ავზები, საკანალიზაციო და წყლის სისტემების აღდგენა და დამხმარე სამუშაოები, მილსადენები და მილგაყვანილობა (მიწის ზედაპირზე და თხრილში), გზების და ხელოვნური საფარის მშენებლობა, მიწის სამუშაოები, ნიადაგის კვლევა, სამშენებლო სამუშაოები, აღდგენითი სამუშაოები, სადრენაჟე სამუშაოები, წყალმოცილება, საკაბელო არხების გაყვანა (მიწის ქვეშ), ძირითადი მასალების შესყიდვა, მიწოდება და ტრანსპორტირება, როგორიცაა არმატურა, ბეტონი, არხები, ცხაურები, სახარჯი მასალების შსყიდვა, მიწოდება და ტრანსპორტირება, შეღებვა, წყალგაუმტარი ფენის მოწყობა, შემოწმება და ტესტირება, ზედმეტი და ნარჩენი მასალების გატანა სამუშაო უბნიდან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მონაწილეობა მშენებლობის ტექნოლოგიურ განხილვებში, მონაწილეობა რისკების განხილვებში და რისკის შეფასებების მომზადება, საშემსრულებლო ნახაზებისა და მასალების საკონტროლო დოკუმენტაციის მომზადება, შედუღების ჩანაწერების / NDE ნახაზების და სერტიფიცირების პაკეტების დამუშავება და წარდგენა.

    კონსტრუქციული სამუშოები - კონსტრუქციების დამზადება, ანაკრები ასაწყობი კონსტრუქციების, მასალების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება (დატვირთვა-გადმოტვირთვა და აწევა) საწყობიდან ან ქარხნიდან სამუშაო უბანზე, კონსტრუქციების მონტაჟი, სახარჯი მასალების შესყიდვა, მიწოდება და ტრანსპორტირება, შემოწმება და ტესტირება, ზედმეტი და ნარჩენი მასალების გატანა სამუშაო უბნიდან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მონაწილეობა მშენებლობის ტექნოლოგიურ განხილვებში, მონაწილეობა რისკების განხილვებში და რისკის შეფასებების მომზადება, საშემსრულებლო ნახაზებისა და მასალების საკონტროლო დოკუმენტაციის მომზადება, შედუღების ჩანაწერების / NDE ნახაზების და სერტიფიცირების პაკეტების დამუშავება და წარდგენა.

    პროექტი არის Call-off-ებზე დაფუძნებული.

    Additional Info

    • კლიენტი SOCAR Midstream Operations Limited Liability Company
    • სამუშაოს ტიპი საინჟინრო და კონსტრუქციული მომსახურება SCP მილსადენისთვის საქართველოში
    • დაწყება ივლისი 2021
    • დამთავრება ივლისი 2022
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საოფისე სივრცის მშენებლობა და რეკონსტრუქცია

    სამუშაოები მოიცავს დაცვის შენობის აშენებას და კეთილმოწყობას, საოფისე შენობის მოდიფიკაციას და გარემონტებას, დამცავი კედლის განახლებას, ჭიშკრების მოდიფიკაციას, პარკინგის და ეზოს კეთილმოწყობას.
    თავის მხრივ დაცვის შენობის აშენება და კეთილმოწყობა მოიცავს რკინაბეტონის კარკასს, ბლოკის კედლებს შელესვით და შეღებვით, გადახურვის მოწყობას, ლითონის და ალუმინის კარ-ფანჯრების მოწყობას, მექანიკურ, ელექტრო, მილგაყვანილობის, გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სამუშაოებს და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობას. არსებული შენობის მოდიფიკაცია/გარემონტება მოიცავს: არსებული ბლოკის კედლებში ღიობების მოწყობას; ტიხრების მოწყობას სამშნებლო ბლოკით, თაბაშირმუყაოს და ალუმინის ტიხრებით; მექანიკურ, ელექტრო, მილგაყვანილობის, გათბობის, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობას. ეზოს ტერიტორიაზე ასევე ეწყობა გარე განათების და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები.

    Additional Info

    • კლიენტი Peace Corps Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა, რეკონსტრუქცია
    • დაწყება მარტი 2021
    • დამთავრება ივლისი 2021
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ბიპი საქართველოს ახალი ოფისი

    სამუშაოები მოიცავდა საინჟინრო სამუშაოებს (ახალი კედლების და ტიხრების მოწყობა, სველი წერტილების კაფელის ფილებით მოპირკეთება, აწეული იატაკების და ხალიჩების მოწყობა, დაკიდული ჭერის მოწყობა, მობათქაშება, შეღებვა), გათბობის, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და ფანკოილის კონდენსაციის მილსადენი სისტემების, სახანძრო განგაშის, ხანძრის დეტექციის და ხანძარქრობის სისტემების, ელექტროობის და სუსტი დენბის სამონტაჟე სამუშაოები. ჩამოთვლილ სამუშაოებს ასრულებდა მესამე მხარე.

    აიდისი ასრულებდა მასალების და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს, ასევე პრექტთან, პროექტის გრაფიკთან და ფინანსურ მხარესთან შესაბამისობის კონტროლს.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი რეკონსტრუქციის სამუშაოების ზედამხედველობა
    • დაწყება თებერვალი 2021
    • დამთავრება ივლისი 2021
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სავაგონე ჩიხიდან ნავთობის ბაზამდე გაყვანილი მილსადენებისთვის მიწისქვეშა კოლექტორის მშენებლობა

    მიწისქვეშა გაყვანილობების ადგილმდებარეობის დადგენა (კაბელები, წყლის და კანალიზაციის მილები, გაზსადენის მილი, სხვადასხვა ოპტიკური კაბელები და ა.შ.); ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური საველე სამუშაოები; გრუნტების ლაბორატორიული ანალიზი; დეტალური საპროექტო ნახაზების და ანგარიშის მომზადება; საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება რკინიგზის დეპარტამენტთან და სხვა სამშენებლო ნებართვების მოპოვება.

    სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა რკინაბეტონის გვირაბის და ჭების დაშლას და ახლების მოწყობას, ძველი ნავთობსადენის მილების დემონტაჟს და ახლების მოწყობას, საშემსრულებლო ნახაზების მომზადებას.

    Additional Info

    • კლიენტი Sun Petroleum Georgia LLC
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ივნისი 2020
    • დამთავრება აგვისტო 2021
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    MSGQ შენობის რეკონსტრუქციის პროექტი

    აშშ-ს საელჩოს მსხვილმასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროექტი.

    Additional Info

    • კლიენტი აშშ-ის საელჩო საქართველოში
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა, რეკონსტრუქცია
    • დაწყება ივნისი 2020
    • დამთავრება აგვისტო 2020
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ბიპი საქართველოს ახალი ოფისის დაპროექტება

    არქიტექტურა (დეტალური პროექტის შექმნა ვიზუალური რენდერების, კედლის ტიპების, კედლების ზედაპირის ტიპების, ჭერის გეგმის, იატაკის გეგმის, იატაკის ზედაპირების ტიპების, ფანჯრების და კარების სპეციფიკაციების, ავეჯის და ა.შ. მიხედვით), გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება, წყალმომარაგების სისტემა, საკანალიზაციო და ფანკოილების კონდენსაციის მილგაყვანილობის სისტემები, ხანძარქრობის და კვამლის დეტექციის საკონტროლო ვენტილაციის სისტემები, ელექროობა, სუსტი დენები, მშენებლობის განფასება.

    სამშენებლო სამუშაოების დროს მონიტორინგის განხორციელება, რათა საპროექტო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნა იყოს დაცული და ასევე, სამშენებლო სამუშაოების პროგრესის კონტროლის მიზნით.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დეტალური პროექტირება
    • დაწყება ივნისი 2020
    • დამთავრება სექტემბერი 2020
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    OCC4 ESP-ს მოდერნიზაცია, დანადგარების შეკეთებითი სამუშაოები და მილგაყვანილობის მონტაჟი

    მიწის სამუშაოები, ESP კოლექტორის და წყლის შემშვები კოლექტორების საყრდენების დამზადება და დამონტაჟება. რკინაბეტონის წყალშემკრები ჭის მოწყობა. საგზაო გადაკვეთების მოწყობა (მიწისქვეშა საცავი მილი). მილგაყვანილობის, ურდულების და მოწყობილობების მონტაჟი (შედუღება, ფლიანეცური შეერთებები). მაღალი წნევის ტუმბოს კოლექტორის მშენებლობა. LP და HB შედუღების კვანძების ულტრაიისფერი ტესტირება. დამონტაჟებული მილგაყვანილობის ჰიდროტესტირება. ნავთობის ფოლადის ავზების რეკონსტრუქციისთვის საჭირო შედუღებითი სამუშაოები. სხვადასხვა ტიპის ავზების რეკონსტრუქცია - ძველი ფლიანეცების და მილების მოჭრა და ახლების დამონტაჟება შედუღების საშუალებით. ავზების გარე ზედაპირების ჭავლური დამუშავება და შეღებვა. ტესტირება სისქის დასადგენად და NDI ტესტირება. ავზების ჰიდროტესტირება. ტუმბოს ფოლადის ფარდულის რეკონსტრუქცია და გაფართოვება. მიწისქვეშა ბეტონის ჭების გარშემო დრენაჟის მოწყობა. მიწისქვეშა სადრენაჟო სისტემების მოწყობა.

    Additional Info

    • კლიენტი Schlumberger Rustaveli Company Limited (Branch) – Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება მაისი 2019
    • დამთავრება ივლისი 2019
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    CSG2-ზე კულტურული მემკვიდრეობის გზის შეკეთების სამუშაოები

    პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და რეპორტინგი, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომარაგება. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა - დაზიანებული გზის მონაკვეთის ექსკავაცია წყალგამტარი მილების მოსაწყობად, წყალგამტარი მილების მოწყობა, ბეტონის სათავისების მოწყობა, დამცავი კედლების და გაბიონების მოწყობა, რენო-მატრასების მოწყობა მდინარის კალაპოტში, მდინარის კალაპოტის გაგანიერება, გზის საფარის მოწყობა რიპრაპის გამოყენებით.

    Additional Info

    • კლიენტი South Caucasus Pipeline
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ივნისი 2019
    • დამთავრება ივლისი 2019
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მანდაეთში გზის შეკეთებითი სამუშაოები ბაქო-სუფსის მილსადენის სექციური გამოცვლის პროექტისთვის (WREP SRP)

    პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და რეპორტინგი, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომარაგება. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა - დაზიანებული გზის მონაკვეთის ექსკავაცია, გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, გზის ასფალტის საფარის მოწყობა.

    Additional Info

    • კლიენტი საქართველოს ნავთობსადენის კომპანია
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება მაისი 2019
    • დამთავრება ივნისი 2019
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    PAT E1 გაზსადენის დეტალური დაპროექტება

    >მარშრუტის ვარიანტების დამუშავება და საბოლოო მარშრუტის შერჩევა; ტოპოგრაფიული, გეოტექნიკური და ჰიდროლოგიური კვლევების შესრულება; მილსადენის გეგმის, პროფილის, გადაკვეთების გეგმების, ტიპიური ნახაზების, სამუშაო მოცულობების, მასალების ჩამონათვალის და სამშენებლო სამუშაოების კალენდარული გრაფიკის და ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; მშენებლობის ნებართვის მოპოვება. გაზსადენის სიგრძეა 19.6 კმ.

    Additional Info

    • კლიენტი Schlumberger Rustaveli Company Limited (Branch) – Georgia
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება დეკემბერი 2018
    • დამთავრება ივლისი 2019
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    PSG1-ზე არსებული მისასვლელი გზის მოასფალტება

    პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და რეპორტინგი, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომარაგება. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა - გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, გზის ასფალტის საფარის მოწყობა არსებულ ხრეშოვან გზაზე ახალი პსჯ 1-ის კემპიდან მთავარ საზოგადოებრივ გზამდე, გვერდულების მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, ახალი გზის სადრენაჟე სისტემების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკის ბორდიურების მოწყობა, გზის მონიშვნა.

    Additional Info

    • კლიენტი South Caucasus Pipeline
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება მაისი 2018
    • დამთავრება აგვისტო 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საინჟინრო, საპროექტო და სამშენებლო მომსახურება BP საქართველოსთვის

    საინჟინრო სამუშაოები - დროებითი სამუშაოები, სამშენებლო უბნების გაწმენდა, სამშენებლო უბნების მოწყობა, მასალების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება (დატვირთვა-გადმოტვირთვა და აწევა), ბეტონის ჩასხმა ადგილზე, ანაკრები ბეტონის კონსტრუქციები, ხიმინჯების მოწყობა, ექსკავაცია, ნაპირგამაგრება, შემოღობვა, საკანალიზაციო ჭები, შურფები / დახურული ავზები, საკანალიზაციო და წყლის სისტემების აღდგენა, სამუშოები ნავთობსადენის მილზე (მიწის ზედაპირზე და თხრილში), გზების და ხელოვნური საფარის მშენებლობა, მიწის სამუშაოები, ნიადაგის კვლევა, სამშენებლო სამუშაოები, აღდგენითი სამუშაოები, სამუშაოები მდინარეების გადაკვეთებზე, სადრენაჟე სამუშაოები, წყალმოცილება, საკაბელო არხების გაყვანა (მიწის ქვეშ), მომარაგება, სამშენებლო და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება და მიწოდება, შეღებვა, წყალგაუმტარი ფენის მოწყობა, შემოწმება და ტესტირება, ზედმეტი და ნარჩენი მასალების გატანა სამუშაო უბნიდან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საშემსრულებლო ნახაზებისა და მასალების საკონტროლო დოკუმენტაციის მომზადება, შედუღების ჩანაწერების / NDE ნახაზების და სერტიფიცირების პაკეტების დამუშავება და წარდგენა. კონსტრუქციული სამუშოები - კონსტრუქციების დამზადება, ანაკრები ასაწყობი კონსტრუქციების, მასალების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება (დატვირთვა-გადმოტვირთვა და აწევა), კონსტრუქციების მონტაჟი, მომარაგება, სახარჯი მასალების ტრანსპორტირება და მიწოდება, შემოწმება და ტესტირება, ზედმეტი და ნარჩენი მასალების გატანა სამუშაო უბნიდან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საშემსრულებლო ნახაზებისა და მასალების საკონტროლო დოკუმენტაციის მომზადება, შედუღების ჩანაწერების / NDE ნახაზების და სერტიფიცირების პაკეტების დამუშავება და წარდგენა. პროექტი არის Call-off-ებზე დაფუძნებული.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა, საინჟინრო სამუშაოები
    • დაწყება თებერვალი 2018
    • დამთავრება სექტემბერი 2026
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სუფსის კემპზე წყალგაყვანილობის შეცვლა

    საპროექტო სამუშაოების შესრულება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სუფსის კემპისთვის. პროექტზე დაყრდნობით, არსებული მილგაყვანილობის ქსელი შეიცვალა სუფსის კემპის გარე და შიდა პერიმეტრზე. სამუშაოები მოიცავდა ცხელი, ცივი წყლის და გათბობის მილების შეცვლას. საერთო ჯამში, შეიცვალა 630 მ მილების შიდა ქსელი და 940 მ მილების გარე ქსელი. აგრეთვე, არსებული დიზელზე მომუშავე ავზი შეიცვალა ახალი ელექრტო წყლის გამათბობლით, რომელიც აღჭურვილი იყო წყლის დამარბილებლითა და სატუმბით.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ნოემბერი 2017
    • დამთავრება თებერვალი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    რუსთავი-ჯანდარას გზის რეაბილიტაცია, ნაწილი 2 (სიგრძით 6,0 კმ)

    პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და შეტყობინება, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა - დაზიანებული ასფალტ-ბეტონის ექსკავაცია, გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით. გზის საფარის ფენების მოწყობა მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ასფალტ ბეტონის ნარევით.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ნოემბერი 2017
    • დამთავრება იანვარი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    რუსთავი-ჯანდარის გზის რეაბილიტაცია (სიგრძით 4,34 კმ)

    სამუშაოს აღწერა: პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა, ხარისხის უზრუნველყოფა, სამუშაოების შესრულებისას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა დაზიანებული ასფალტ-ბეტონის ცივი ფრეზირება, არსებული ასფალტ-ბეტონის ორმოული შეკეთება, გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, გზის საფარის ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის ნარევით, გვერდულების მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, გზის მონიშვნა.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება მაისი 2017
    • დამთავრება სექტემბერი 2017
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    PSG1-ის საცხოვრებელი კემპის გეოტექნიკური კვლევა

    10880 მ2 ფართობის ტერიტორიის ფარგლებში გაიბურღა 4 ჭაბურღილი საერთო სიგრძით 32 მ, ჩატარდა CBR-ის 4 ტესტი. ჭაბურღილებიდან აღებულ გრუნტის ნიმუშებზე ჩატარდა ლაბორატორიული ტესტები მათი ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური შემადგენლობის დასადგენად.

    Additional Info

    • კლიენტი WorleyParsons Europe Ltd
    • სამუშაოს ტიპი გეოტექნიკური კვლევა
    • დაწყება მარტი 2017
    • დამთავრება აპრილი 2017
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    PSG2-ის სადგურზე სამშენებლო/აღდგენითი სამუშაოები

    პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და შეტყობინება, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამშენებლო/აღდგენითი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა არსებული სავენტილაციო სისტემის ქსელის მოდიფიკაცია, არსებული იატაკის მოხსნა და ახლის მოწყობა კერამიკული ფილების გამოყენებით, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების ქსელის მონტაჟი, კედლების შეღებვა, ხის და რკინის კარების მონაჟი, არმსტრონგის ჭერის მონტაჟი.

    Additional Info

    • კლიენტი WorleyParsons Europe Ltd
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა, აღდგენა
    • დაწყება ოქტომბერი 2016
    • დამთავრება დეკემბერი 2016
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    რუსთავი-ჯანდარის გზის დაპროექტება

    სამუშაოს აღწერა: არსებული გზის ტოპოგრაფიული კვლევა, სიგრძით დაახლოებით 4,5 კმ და სიგანით 9,5 მ (რაც მოიცავს 1,5 მ  გვერდულებს თითოეულ მხარეს). 9 ცალი მუდმივი რეპერის განთავსება, ამ განსაზღვრული კორიდორის ფარგლებში ყველა ზედაპირული და მიწისზედა ობიექტების კვლევა და ჩAთ სკანირება მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობის დასადგენად, გზის საპროექტო ნახაზების შემუშავება, რაც მოიცავს ტრასას, განივ კვეთებს და პროფილს. არსებული გზის ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგების შენარჩუნება სადაც შესაძლებელია, მოცულობათა უწყისის მომზადება სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ანგარიშების მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება აგვისტო 2016
    • დამთავრება ნოემბერი 2016
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    MX77-ის მისასვლელი გზის მშენებლობა

    პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა, ხარისხის უზრუნველყოფა, სამუშაოების შესრულებისას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა ნიადაგის ფენის მოხსნა და დასაწყობება, შემასწორებელი ფენის და გზის მშენებლობა ქვიშა/ხრეშის და ღორღის გამოყენებით, 500 მმ-იანი წყალგამტარის დამონტაჟება გოფრირებული პლასტმასის მილის გამოყენებით, კიუვეტების მოწყობა, ბეტონის ფილების მონტაჟი მილსადენის კვეთაზე. გზის სიგრძე შეადგენს 2 050 მ-ს.

    Additional Info

    • კლიენტი Saipem Contracting Netherlands BV Georgia Branch
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ივლისი 2016
    • დამთავრება ოქტომბერი 2016
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ტოპოგრაფიული სამუშაოები – სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი (SCPX Project)

    მილსადენის ტრასის (63 კმ) დეტალური აგეგმვა; არსებული მყარი წერტილების გადამოწმება; ახალი პირველადი საკონტროლო წერტილების მოწყობა; მილსადენის ტრასის ღერძის დაკვალვა; გზების, სარკინიგზო ხაზების, მიწისქვეშა და საჰაერო კომუნიკაციების გადაკვეთების აგეგმვა; მილსადენის დამხმარე ნაგებობების MX40/41, MX77, MX81 აგეგმვა; ტოპოგრაფიული რუქების, ნახაზებისა და ანგარიშების წარდგენა.

    Additional Info

    • კლიენტი Saipem Contracting Netherlands BV Georgia Branch
    • სამუშაოს ტიპი კვლევა
    • დაწყება აგვისტო 2015
    • დამთავრება სექტემბერი 2017
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    SCG2-ის გზის კემპი - გადამუშავებული საკანალიზაციო წყლების სადრენაჟე არხის მოწყობა

    მილენიუმის გზის გასწვრივ 1000 მ სიგრძის სადრენაჟე არხის მოდიფიკაცია ბეტონის საფეხურების მოწყობის გზით.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ოქტომბერი 2014
    • დამთავრება ნოემბერი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    რუსთავის მილების დასატვირთი მოედნის ტოპოგრაფიული და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა

    7 ჰა ფართობის ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმვა; CBR ტესტების ჩატარება; შესაბამისი ტოპოგრაფიული ნახაზებისა და საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიშის მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი Saipem/Azfen JV
    • სამუშაოს ტიპი კვლევა
    • დაწყება ოქტომბერი 2014
    • დამთავრება ნოემბერი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ბაქო-სუფსის მილსადენისა და მდ. ლიახვის გადაკვეთის რეაბილიტაცია

    მდ. ლიახვის გადაკვეთის სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავება / პროექტირება; სამშენებლო მოედნის მომზადება, 68 868 მ3 გრუნტის ექსკავაცია, 15 000 მ2 გეოტექსტილი საფილტრი ფენის მოწყობა, მდინარის ნაპირების გასამაგრებლად 19 043 მ3 რიპრაპების მოწყობა, მდინარის კალაპოტის მთელ სიგანეზე 21 320 მ3 რიპრაპის კონსტრუქციების მოწყობა, 24 290 მ3 გრუნტის უკუყრა და ყრილის მოწყობა, ადგილობრივი ქვიშა-ხრეშით 2810 მ3 დამბის მოწყობა, 40 374 მ3 ზედმეტი გრუნტის გაშლა მდინარის კალაპოტსა და ნაპირებზე, 34 460 მ3 ქვის შემოტანა; სამშენებლო ტერიტორიის აღდგენა; საშემსრულებლო ნახაზების მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ივლისი 2014
    • დამთავრება თებერვალი 2015
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მცირე საპროექტო სამუშაოები საქართველოში

    დეტალური საპროექტო სამუშაოები სხვადასხვა დისციპლინებში, მათ შორის: მექნიკური, კონსტრუქციული, მილგაყვანილობის, საპროცესო, ანტი-კოროზიული, შედუღების, ინსტრუმენტების, ელექტრომომარაგების, უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემების, ავტომატური მართვის, სატელეკომუნიკაციო სისტემების, სამოქალაქო სფეროს და მათ შორის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, მეწყრული პროცესების შემამცირებელი და მდინარეების გადაკვეთების / ნაპირსამაგრი ღონისძიებების შემუშავება-პროექტირება. პროექტი დაფუძნებულიაCall-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება ივლისი 2014
    • დამთავრება ივლისი 2019
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მდინარეების გადაკვეთების და ნაპირსამაგრი სამუშაოები

    დინარეების გადაკვეთებზე ეროზიის საწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს კალაპოტებისა და ნაპირების გამაგრებას რიპ-რაპებით, Maccaferri-ის გაბიონებით, ბეტონის კონსტრუქციებით და ა.შ., ასევე გამწვანების და ბუნებრივი გარემოს წინასამშენებლო პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ივნისი 2014
    • დამთავრება დეკემბერი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამოქალაქო საინჟინრო და ზოგადი საპროექტო მომსახურება

    სამშენებლო, სამოქალაქო საინჟინრო, საპროექტო, საკვლევ-საძიებო და ზოგადი საპროექტო მომსაზურების გაწევა დამკვეთისგან მიღებული ჩალლ-Oფფ-ებისა და შესაბამისი დავალებების მიხედვით. სამუშაოები სრულდება მილსადენებისა და მდინარეების/არხების გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, მილსადენების დამხმარე ნაგებობებზე და ა.შ.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Shah Deniz) Ltd
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ივნისი 2014
    • დამთავრება დეკემბერი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამუშაო ძალისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდება

    სამშენებლო ძალისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების (SCPX Project) პროექტის ადრეული სამუშაოებისთვის.

    Additional Info

    • კლიენტი ENKA Insaat ve Sanayi A.S.Branch In Georgia
    • სამუშაოს ტიპი მომსახურების უზრუნველყოფა
    • დაწყება მაისი 2014
    • დამთავრება აგვისტო 2016
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საინჟინრო, საპროექტო და სამშენებლო მომსახურება

    სამუშაოები სრულდება BTC, SCP და WREP მილსადენების გაყოლებაზე, საქაჩ სადგურებსა და დამხმარე ნაგებობებზე, მისლადენების დერეფნებსა და გასხვისების ზოლში, მდინარეთა გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, სასაწყობე მოედნებზე და ა.შ.
    სამუშაოები მოიცავს: მიწის სამუშაოებს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტერიტორიის მოხრეშვა-მოშანდაკებას, მეწყრის საჭინააღმდეგი და ანტი-ეროზიული ღონისძიებების გატარებას. ზოგად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პროექტების დამხმარე სამუშაო ძალით უზრუნველყოფას, მასალების, დანადგარებისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდებას, მძიმე და მსუბუქი ტვირთების გადაზიდვას, გაწმენდით სამუშაოებს, მათ შორის ზამთრის პერიოდში. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა, საინჟინრო სამუშაოები
    • დაწყება მაისი 2014
    • დამთავრება იანვარი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    CSG2-ის გზის კემპის მშენებლობა

    მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, პროექტირება, პრესონალის ტრენინგები, მანქანა/მექანიზმების მომზადება სამშენებლო სამუშაოებისთვის.
    სამშენებლო მოედნის მომზადება 3-დონიან ტერასებზე; კარიერებიდან მასალების მიწოდება; ტერიტორიის პერიმეტრზე უსაფრთხოების ღობის მონტაჟი; მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელების მოწყობა; მილენიუმის გზაზე ორივე მიმართულებით ასაჩქარებელი და შემანელებელი ზოლების მოწყობა.
    კომუნიკაციების განმანაწილებელი სისტემების მონტაჟი, მათ შორის: ელექტრომომარაგება, ტელეკომუნიკაცია, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სახანძრო უსაფრთხოება.
    კემპის შენობა-ნაგებობებისა და დანადგარებისთვის რკინაბეტონის საძირკვლებისა და ფუნდამენტების მოწყობა მომწოდებლის ინსტრუქციების შესაბამისად.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება მაისი 2013
    • დამთავრება ივნისი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ხიდის მშენებლობა მდ. ოშორაზე

    სამუშაოს აღწერა: ტოპოგრაფიული, გეოტექნიკური და ჰიდროლოგიური ანგარიში. პროექტის დეტალური დამუშავება, რაც მოიცავს ხიდის ბურჯების, ლითონის მალის ნაშენის და გზატკეცილის რკინაბეტონის ფილების კონსტრუქციულ ანგარიშს. სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა მიწის სამუშაოებს, რკინაბეტონის სამუშაოებს ბურჯებისთვის და გზატკეცილის ფილებისთვის, ლითონის მალის ნაშენის მოწყობას ორტესებრი კოჭით, ლითონის მოაჯირების დამონტაჟებას.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა, ლითონკონსტრუქციების დამზადება და მონტაჟი
    • დაწყება მაისი 2012
    • დამთავრება დეკემბერი 2012
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    SCP/WREP მილსადენების პროექტისთვის საინჟინრო და საპროექტო მომსახეურების გაწევა

    სამუშაოები სრულდება SCP და WREP მილსადენების საქართველოს მონაკვეთებზე, მთლიანი სიგრძით 373კმ (WREP) და 250კმ (SCP), საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან სუფსის ტერმინალამდე და საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. სამუშაოები სრულდება ჩალლ-Oფფ-ების საფუძველზე და მოიცავს სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინებს, როგორებიცაა: სამოქალაქო ინჟინერია და პროექტირება, მექანიკური, კონსტრუქციული ინჟინერია, წყალმომარაგება-კანალიზაცია, წყალარიდება, შედუღება, ანტი-კოროზია, ელექტროობა, სახანძრო უსაფრთხოება, ავტომატიზაცია, ეროზიების კონტროლი, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ნაპირსამაგრი ღონისძიებები და ა.შ.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, კვლევა-ძიება, საინჟინრო სამუშაოები
    • დაწყება დეკემბერი 2011
    • დამთავრება აპრილი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სექციური განახლების პროექტისთვის ტოპოგრაფიული, კათოდური დაცვის და გრუნტის წინაღობის საკვლევი სამუშაოები

    გაწეული მომსახურეობა მოიცავდა უფროსი გეოდეზისტის, გეოდეზისტის დამხმარეებისა და კვალიფიციური მუშა-პერსონალის მიწოდებას.

    Additional Info

    • კლიენტი RSK Environment Ltd
    • სამუშაოს ტიპი ტოპოგრაფიული კვლევა
    • დაწყება აგვისტო 2011
    • დამთავრება სექტემბერი 2011
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და ზედაპირული წყლების სადრენაჟე სისტემის პროექტირება იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში 8 სოფელში

    ტოპოგრაფიული სამუშაოების ჩატარება, სიტუაციური გეგმებისა და გრძივი პროფილების დამუშავება (საპროექტო-საინჟინრო სამუშაოების საბაზისოდ). აღნიშნული სამუშაოების ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული მომსახურებით უზრუნველყოფა

    Additional Info

    • კლიენტი Holinger International Consultants GmbH
    • სამუშაოს ტიპი ტოპოგრაფიული კვლევა
    • დაწყება ივლისი 2011
    • დამთავრება აგვისტო 2011
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მდინარე შამქირის სარეაბილიტაციო სამუშაოები

    სამშენებლო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი: საექსკავაციო სამუშაოების, ქარგილების მოწყობის, გრუნტის უკუყრისა და დატკეპნის, რიპრაპების მოწყობის, აღდგენითი სამუშაოების ზედამხედელობა; ბეტონის შემოწმება და ტესტირება როგორც ბეტონის ქარხანაში, ასევე სამშენებლო უბანზე; მასალების კონტროლი, მათ შორის მასალების მიღების, შენახვისა და გაცემის პროცედურული შესაბამისობის უზრუუნველყოფა; ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა/მომზადების კოორდინირება; წინასაექსპლუატაციო პროცესის პროცედურულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი
    • დაწყება აპრილი 2011
    • დამთავრება ნოემბერი 2011
    • ადგილმდებარეობა აზერბაიჯანი

    BTC/SCP/WREP მილსადენების მდინარეთა გადაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები

    შესრულებული სამუშაოები მოიცავს დამცავი ნაგებობებისა და ნაპირსამაგრი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში) პროექტირებასა და მშენებლობას მდინარეების გადაკვეთებზე, რიპრაპების, გაბიონების, რენო-მატრასებისა, ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით. ასევე, შესაბამისი საშემსრულებლო ნახაზების მომზადებას. პროექტი დაფუძნებულია ჩალლ-ოფფ-ებზე.
    აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულდა 28 მდინარის გადაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც შესრულებულ სამუშაოთა მოცულობამ შეადგინა: გრუნტის ექსკავაცია – 56 613 მ3, რიპრაპების მოწყობა – 33 409 მ3, გაბიონებისა და რენო-მატრასების მოწყობა – 3 362 მ3. სამშენებლო უბნების ჯამურმა ფართობმა შეადგინა 26 748 მ2. აგრეთვე, მოხდა 4 მეწყრული უბნის რეაბილიტაცია, სადაც საექსკავაციო სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 7577 მ3 და მოეწყო 4202 მ3 გაბიონებისა და რენო-მატრასების კონსტრუქციები.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება აპრილი 2011
    • დამთავრება აპრილი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტისთვის ტოპოგრაფიული, კათოდური დაცვის და გრუნტის წინაღობის საკვლევი სამუშაოები

    გაწეული მომსახურეობა მოიცავდა უფროსი გეოდეზისტის, გეოდეზისტის დამხმარეებისა და კვალიფიციური მუშა-პერსონალის მიწოდებას.

    Additional Info

    • კლიენტი RSK Environment Ltd
    • სამუშაოს ტიპი ტოპოგრაფიული კვლევა
    • დაწყება აპრილი 2011
    • დამთავრება მაისი 2011
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ოფისის შენობა

    ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევის განხორციელება, შენობის დეტალური პროექტირება, რომელიც მოიცავდა შენობის ყველა ელემენტს, როგორიცაა კონსტრუქციული, მექანიკური, გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირება, ელექტრო და ა.შ.
    სამ სართულიანი ოფისის შენობის მშენებლობა საერთო ფართით 900 მ2. სამუშაოები მოიცავდა: მიწის სამუშაოებს საძირკვლისთვის, ფუნდამენტის ფილების, სვეტების, კოჭების და ჭერის ფილების მოწყობას რკინაბეტონის კონსტრუქციით, საძირკვლის და ჭერის ფილების ჰიდრო იზოლაციას, კედლების და ტიხრების მოწყობას სხვადასხვა მასალით, მათ შელესვასა და შეღებვას, კარების და ფანჯრების მონტაჟს, წყლის სისტემის მონტაჟს, საკანალიზაციო და ელ. დენის ქსელს, სააბაზანოების და საპირფარეშოების მოწყობას, იატაკის მოწყობას, გათობობა / ვენტილაცია / კონდიცირებას, კომპიუტერების და ტელეფონების ქსელს, ფანჯრის ჟალუზებს, ოფისის ავეჯით უზრონველყოფას, ეზოს საფარის მოწყობას (2000 მ2) რკინაბეტონით.

    Additional Info

    • კლიენტი შ.პ.ს. "აიდისი"
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ოქტომბერი 2010
    • დამთავრება ივლისი 2012
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მეწყრული უბნების სამონიტორინგო წერტილების კვლევა AGT და WREP მილსადენებზე საქართველოში

    სამუშაოები მოიცავდა მილსადენების გასწვრივ არსებული მეწყრული უბნების სამონიტორინგო წერტილების ტოპოგრაფიულ კვლევას შM და DM, ანათვალების აღებასა და მათ პირვანდელ მონაცემებთან შედარებას. სულ გამოკვლეულ იქნა 204 არსებული სამონიტორინგო წერტილი.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი ტოპოგრაფიული კვლევა
    • დაწყება აგვისტო 2010
    • დამთავრება დეკემბერი 2010
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საინჟინრო, საპროექტო და საკვლევ-საძიებო მომსახურების გაწევა

    გაწეული მომსახურეობა მოიცავდა საინჟინრო, საპროექტო და საკვლევ-საძიებო სამუშაოებს სხვადასხვა ტექნიკურ დისციპლინებში, მათ შორის: ტოპოგეოდეზია, საინჟინრო-გეოლოგია, არქიტექტურა, სამოქალაქო მშენებლობა, გათბობა-ვენტილაცია, კონსტრუქტორული, მექანიკური და ელექტრო ინჟინერია და ა.შ.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება მაისი 2010
    • დამთავრება ნოემბერი 2011
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    PSG-ის მუდმივი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირება

    საპროექტო უბნის საინჟინრო-გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევა; გენერალური გეგმისა და ვერტიკალური გეგმარების დამუშავება; შენობა-ნაგებობების არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის შედგენა; წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარიდების სისტემების პროექტირება; გზებისა და ბილიკების პროექტირება BTC სტანდარტების შესაბამისად.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება აპრილი 2010
    • დამთავრება თებერვალი 2011
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ახალციხის რაიონში წინასწარი ტოპოგრაფიული და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა

    საკვლევი ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, 60 გ.მ. ჭაბურღილების გაყვანა, 60 ჰა ფართობის ტერიტორიის ტოპოგრაფიული აგეგმვა (მასშტაბი 1:1000). კვლევის ანგარიშის მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი ABB
    • სამუშაოს ტიპი წინასწარი შესწავლა, ანგარიშის მომზადება
    • დაწყება მარტი 2010
    • დამთავრება მარტი 2010
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    “ბილაინის” ანძების პროექტირება / მშენებლობა

    ყოველი ანძის სამონტაჟო უბანზე ჭაბურღილის გაყვანა (5-10 მ სიღრმით); ჭაბურღილებიდან გრუნტისა და წყლის ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული შემოწმება; საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიში მომზადება (სულ 56 უბანი); დამკვეთის მიერ მომზადებული ანძების საძირკვლების პროექტების საექსპერტო შემოწმება; სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა; ბეტონის ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირება; სამშენებლო მასალების სერთიფიცირების კონტროლი; ანძების ვერტიკალურობის შემოწმება.

    Additional Info

    • კლიენტი შ.პ.ს "Coliseum Group”
    • სამუშაოს ტიპი ზედამხედველობა, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, საექსპერტო შემოწმება
    • დაწყება თებერვალი 2010
    • დამთავრება თებერვალი 2012
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ვაზიანი-გომბორის გზის რეაბილიტაცია

    გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, რ/ბ სადრენაჟე არხების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.

    Additional Info

    • კლიენტი MMM Group
    • სამუშაოს ტიპი ზედამხედველობა
    • დაწყება იანვარი 2010
    • დამთავრება ივნისი 2012
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სუფსის ტერმინალში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მოსაწყობად საინჟინრო-გეოლოგიური კველვა და პროექტირება

    საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და ტოპოგრაფიული აგეგმვა. გენერალური გეგმის შედგენა; კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობისთვის დეტალური პროექტის დამუშავება, მათ შორის: დანადგარებისთვის რ/ბ ფუნდამენტების, ბეტონის გარსაცმებისა და დანადგარების დამაკავშირებელი მილგაყვანილობის პროექტის მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება იანვარი 2010
    • დამთავრება იანვარი 2010
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    PSG1-ის და PSG2-ის გენერალური გეგმების შედგენა და ტოპო-გეოდეზიური კვლევა

    PSG1-ზე გარდაბანში და PSG2-ზე თეთრიწყაროში საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისთვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოების წარმოება. შენობა-ნაგებობებისა და კომუნიკაციების განსათავსებლად ტერიტორიის გენერალური გეგმების დამუშავება. მიწის სამუშაოების მოცულობების დათვლა-დაანგარიშება.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება ნოემბერი 2009
    • დამთავრება იანვარი 2010
    • ადგილმდებარეობა საქართველო
    გვერდი 1 სულ 4
    © 2002-2020 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა