გზის საფარის პროექტირება, ხიდების და წყალსადენი მილების რეაბილიტაციის პროექტირება, გარემოზე ზეგავლენის შეფასება, მშენებლობის ორგანიზაცია, შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება.
ფარცხისი-მანგლისის მონაკვეთში სამი მეწყერსაშიში სეგმენტისთვის მოწყობილი იქნა ეროზიის საწინააღმდეგო ნაგებობები – გაბიონის საყრდენი კედელი, გაბიონის საკონტროლო დამბები და ქვაყრილის არხები.
ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო ბაზის ტერიტორიის აგეგმვითი სამუშაოები ბორჯომსა და წალკაში (მასშტაბი 1:500), გეოტექნიკური ჭაბურღილების ბურღვა, გრუნტის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
სარეკოგნოსცირებო და საპროექტო სამუშაოები. სარეკოგნოსცირებო სამუშაოები შედგება მარნეული-ჯანდარის (61,4 კმ) და თეთრიწყარო-წალკის (31,22 კმ) გზების და ამ გზებზე მდებარე ხელოვნური ნაგებობების ტექნიკური შეფასებისა და მთელი ტრასის ვიზუალური დათვალიერებისგან.
საპროექტო სამუშაოები; სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა არსებული გზების დათვალიერებასა და ტექნიკურ შეფასებაზე დაყრდნობით; საგზაო სამოსის კონსტრუქციის შემუშავება და სარეაბილიტაციო სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
მილსადენის მდებარეობის განსაზღვრა გრძივ კვეთებზე, გრუნტის ვიზუალური შეფასება, განივი კვეთის კონფიგურაციის განსაზღვრა, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, საექსკავაციო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა.
სამუშაოს აღწერა: საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები წალკის რაიონის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის, სახელდობრ: გეოტექნიკური და აგეგმვითი სამუშაოები მილსადენის ტრასაზე, მილსადენის (24 კმ) ოპტიმალური ტრასის განსაზღვრა, წყალმომარაგების სისტემის ჰიდრავლიკური ანგარიში მილსადენის საცდელი პროექტის ჩათვლით; სარეაბილიტაციო პროექტის შედგენა სათავე და ქლორით დამამუშავებელი ნაგებობებისთვის, არსებული ორი რეზერვუარისთვის, საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება სამშენებლო მასალების შესაძენად; ორი ახალი რეზერვუარის მშენებლობის პროექტირება, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა; ორი ახალი 100 მ3 რეზერვუარის, სათავე ნაგებობის და ქლორით დამამუშავებელი ნაგებობის დაპროექტება / მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის შემოწმება მშენებლობის დასრულების შემდეგ, საშემსრულებლო დოკუმენტაციის შედგენა და ა.შ.
სამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვების განხორციელება, მშენებლობის ზედამხედველობა, პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
რეზიუმეს მომზადება, რომელშიც დეტალურად იქნება გადმოცემული ენერგიისა და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების ეფექტური გამოყენების არსებული ტექნოლოგია, ტექნოლოგიური სქემების შემუშავება, ბროშურებისა და სხვა საჩვენებელი მასალების შედგენაზე რეკომენდაციის გაწევა.
დაახლოებით 500 მ თხრილის ექსკავაცია დანიშნულების ადგილას. 150 მმ დიამეტრის ფოლადის მილების შეძენა და მიტანა სოფ. საკუნეთში, ბაკურიანის რაიონი.
ხის კედლის აშენება წალკაში მდებარე 22 კილოვატიანი გენერატორის ხმაურის ჩასახშობად.
მილსადენის ოვალურობის გასაზომად სპეციალური მოწყობილობის დამზადება. წყალმზიდით სასმელი წყლის მიწოდება ცემის მოსახლეობისთვის.
წყალმომარაგების მილსადენის შეკეთება სოფელ ციხისჯვარში, ბაკურიანის რაიონი. 20 სმ სისქის ქვიშა-ხრეშის ნარევი იქნა დატკეპნილი 3000 მ2 ფართობზე, რომელიც მოეწყო რუსთავის მილსაწყობ ეზოში.
სოფელ დარაკოვის თემის საკრებულოს გარე და შიდა აღდგენითი სამუშაოები წალკის რაიონში.
წალკის რაიონის ორი სოფლის სკოლებში მინების გამოცვლა და დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენა.
ტერიტორიის ეკოლოგიური პირობების გამოკვლევა, ზეგავლენა ნიადაგზე, ატმოსფეროსა და გრუნტის წყლებზე, ქარხნის მშენებლობის, მოქმედების და დემონტაჟის დროს პოტენციური რისკის შეფასებისა და შემამსუბუქებელი ზომების შემუშავების ჩათვლით.
ტოპოგრაფიული კვლევა, განივი კვეთის კვლევა, დანალექიდან ნიმუშების აღება და ფრაქციული ზომის ანალიზი, დინების მაქსიმალური ხარჯების განსაზღვრა, საველე მონაცემების დამუშავება და წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება Bთჩ-ს მიერ მდინარე ქციის, ალგეთის, გუმბათის და ხუთი ნაკადის გადაკვეთებისთვის ბორჯომი-ბაკურიანის რაიონში.
ჰიდროლოგიური კვლევა, მდინარის განივი კვეთის კვლევები და ექვსი მდინარის დანალექიდან ნიმუშის აღება ახალციხის ტერიტორიაზე.
ტოპოგრაფიული კვლევა, განივი კვეთის კვლევა, დანალექიდან ნიმუშების აღება და ფრაქციული ზომის ანალიზი, დინების მაქსიმალური ხარჯების განსაზღვრა, საველე მონაცემების დამუშავება და წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება Bთჩ-ს მიერ მდინარე ქციის, ალგეთის, გუმბათის და ხუთი ნაკადის გადაკვეთებისთვის ბორჯომი-ბაკურიანის რაიონში.
სარეაბილიტაციო ზომების დაპროექტება ბაკურიანი-თეთრიწყაროს გადასასვლელისთვის, დვირი-საკირე და ბორჯომი-ბაკურიანის მონაკვეთებისთვის და გეოტექნიკური საველე სამუშაოები; ვიზუალური გეოტექნიკური შეფასება ამ პერიოდის განმავლობაში; გზის საფარის კონსტრუქციების, გზის გეგმების, გრძივი და განივი პროფილების შემუშავება; გზების მცირერადიუსიანი და ვიწრო მონაკვეთის ხელახალი დაპროექტება; ხიდისა და მილის, მეწყერულ და ჩახრამულ ადგილებში დამჭერი კედლების და ა.შ. დაპროექტება.
ზოლების და წერტილების აგეგმვა "Total Station"-ის აღჭურვილობის გამოყენებით მინაძის, ტისელის, საკირის და კოდიანას უბნებზე ბაკურიანის რაიონში.
საპროექტო სამუშაოები მილსადენის მუშა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბაქო-სუფსის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის ბაქოს ტექტონიკური გადაკვეთიდან პკ 479,7-ზე.
საპროექტო სამუშაოები: 5,3 ჰექტარის საველე ტოპოგრაფიული კვლევა, გეოტექნიკური და ლაბორატორიული სამუშაოები, მილსადენის ჩამარხვის სიღრმის განსაზღვრა, მონაცემების კამერალური დამუშავება, პროექტის შემუშავება გრუნტის საფარის მოშანდაკების უზრუნველსაყოფად მილსადენის 200 მ მონაკვეთზე და ქვაყრილის არხების მოწყობა; შესაბამისი მიწის სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა; მილსადენის თავზე გრუნტის საფარის 0.9 მ-მდე დაყვანა მილსადენის სეისმურ დატვირთვებზე ფუნქციუნირების გასაუმჯობესებლად.
ტოპოგრაფიული კვლევა და მონაცემთა დამუშავება; სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტების განსაზღვრა მილსადენის ზემოთ მიწის ფენის სისქის გაზრდისთვის (60, 70 ან 80 სმ-ით); შემოთავაზებული სამუშაო მოცულობების უწყისის შედგენა და წყალგამტარი მილების დაპროექტება პკ 46+179-ზე.