სამუშაოს აღწერა: არსებული გზის ტოპოგრაფიული კვლევა, სიგრძით დაახლოებით 4,5 კმ და სიგანით 9,5 მ (რაც მოიცავს 1,5 მ გვერდულებს თითოეულ მხარეს). 9 ცალი მუდმივი რეპერის განთავსება, ამ განსაზღვრული კორიდორის ფარგლებში ყველა ზედაპირული და მიწისზედა ობიექტების კვლევა და ჩAთ სკანირება მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობის დასადგენად, გზის საპროექტო ნახაზების შემუშავება, რაც მოიცავს ტრასას, განივ კვეთებს და პროფილს. არსებული გზის ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგების შენარჩუნება სადაც შესაძლებელია, მოცულობათა უწყისის მომზადება სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ანგარიშების მომზადება.