პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და შეტყობინება, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამშენებლო/აღდგენითი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა არსებული სავენტილაციო სისტემის ქსელის მოდიფიკაცია, არსებული იატაკის მოხსნა და ახლის მოწყობა კერამიკული ფილების გამოყენებით, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების ქსელის მონტაჟი, კედლების შეღებვა, ხის და რკინის კარების მონაჟი, არმსტრონგის ჭერის მონტაჟი.
სამუშაოს აღწერა: არსებული გზის ტოპოგრაფიული კვლევა, სიგრძით დაახლოებით 4,5 კმ და სიგანით 9,5 მ (რაც მოიცავს 1,5 მ გვერდულებს თითოეულ მხარეს). 9 ცალი მუდმივი რეპერის განთავსება, ამ განსაზღვრული კორიდორის ფარგლებში ყველა ზედაპირული და მიწისზედა ობიექტების კვლევა და ჩAთ სკანირება მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობის დასადგენად, გზის საპროექტო ნახაზების შემუშავება, რაც მოიცავს ტრასას, განივ კვეთებს და პროფილს. არსებული გზის ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგების შენარჩუნება სადაც შესაძლებელია, მოცულობათა უწყისის მომზადება სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ანგარიშების მომზადება.
პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა, ხარისხის უზრუნველყოფა, სამუშაოების შესრულებისას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა ნიადაგის ფენის მოხსნა და დასაწყობება, შემასწორებელი ფენის და გზის მშენებლობა ქვიშა/ხრეშის და ღორღის გამოყენებით, 500 მმ-იანი წყალგამტარის დამონტაჟება გოფრირებული პლასტმასის მილის გამოყენებით, კიუვეტების მოწყობა, ბეტონის ფილების მონტაჟი მილსადენის კვეთაზე. გზის სიგრძე შეადგენს 2 050 მ-ს.
მილსადენის ტრასის (63 კმ) დეტალური აგეგმვა; არსებული მყარი წერტილების გადამოწმება; ახალი პირველადი საკონტროლო წერტილების მოწყობა; მილსადენის ტრასის ღერძის დაკვალვა; გზების, სარკინიგზო ხაზების, მიწისქვეშა და საჰაერო კომუნიკაციების გადაკვეთების აგეგმვა; მილსადენის დამხმარე ნაგებობების MX40/41, MX77, MX81 აგეგმვა; ტოპოგრაფიული რუქების, ნახაზებისა და ანგარიშების წარდგენა.
დეტალური საპროექტო სამუშაოები სხვადასხვა დისციპლინებში, მათ შორის: მექნიკური, კონსტრუქციული, მილგაყვანილობის, საპროცესო, ანტი-კოროზიული, შედუღების, ინსტრუმენტების, ელექტრომომარაგების, უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემების, ავტომატური მართვის, სატელეკომუნიკაციო სისტემების, სამოქალაქო სფეროს და მათ შორის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, მეწყრული პროცესების შემამცირებელი და მდინარეების გადაკვეთების / ნაპირსამაგრი ღონისძიებების შემუშავება-პროექტირება. პროექტი დაფუძნებულიაCall-off-ებზე.
დინარეების გადაკვეთებზე ეროზიის საწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს კალაპოტებისა და ნაპირების გამაგრებას რიპ-რაპებით, Maccaferri-ის გაბიონებით, ბეტონის კონსტრუქციებით და ა.შ., ასევე გამწვანების და ბუნებრივი გარემოს წინასამშენებლო პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.
სამშენებლო, სამოქალაქო საინჟინრო, საპროექტო, საკვლევ-საძიებო და ზოგადი საპროექტო მომსაზურების გაწევა დამკვეთისგან მიღებული ჩალლ-Oფფ-ებისა და შესაბამისი დავალებების მიხედვით. სამუშაოები სრულდება მილსადენებისა და მდინარეების/არხების გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, მილსადენების დამხმარე ნაგებობებზე და ა.შ.
სამშენებლო ძალისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების (SCPX Project) პროექტის ადრეული სამუშაოებისთვის.
სამუშაოები სრულდება BTC, SCP და WREP მილსადენების გაყოლებაზე, საქაჩ სადგურებსა და დამხმარე ნაგებობებზე, მისლადენების დერეფნებსა და გასხვისების ზოლში, მდინარეთა გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, სასაწყობე მოედნებზე და ა.შ.
სამუშაოები მოიცავს: მიწის სამუშაოებს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტერიტორიის მოხრეშვა-მოშანდაკებას, მეწყრის საჭინააღმდეგი და ანტი-ეროზიული ღონისძიებების გატარებას. ზოგად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პროექტების დამხმარე სამუშაო ძალით უზრუნველყოფას, მასალების, დანადგარებისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდებას, მძიმე და მსუბუქი ტვირთების გადაზიდვას, გაწმენდით სამუშაოებს, მათ შორის ზამთრის პერიოდში. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.
Project planning and scheduling, procurement of materials, monitoring and reporting of physical and financial progress, quality assurance, HSE assurance, carry out of construction/renovation activities, such as modification of existing ventilation system network, removal of existing flooring and arrangement of new one using ceramic tiles, installation of sewerage and water supply networks, wall painting, installation of wooden and steel doors, installation of Armstrong ceiling.