ზოგადი ინფორმაცია შპს აიდისის შესახებ
შპს აიდისი არის საინჟინრო კომპანია, რომელიც შეიქმნა 2002 წელს. ჩვენი მიზანია დამკვეთს შევთავაზოთ უმაღლესი დონის მომსახურება. აიდისი მუშაობს საერთაშორისო ხარისხის, უსაფრთხოების და საინჟინრო სტანდარტებით და იყენებს პრაქტიკულ მეთოდებს, რათა შეასრულოს თითოეული პროექტის სპეციფიური მოთხოვნები. კომპანიას ჰყავს მრავალი კმაყოფილი დამკვეთი, რომლებთანაც მუდმივად ხდება ახალი კონტრაქტების გაფორმება. კომპანიის დაარსების დღიდან, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვეთების დავალებით, აიდისის შესრულებული აქვს ასეულობით პროექტი. ყველა დამკვეთისთვის აიდისი სამუშაოებს ასრულებს კეთილსინდისიერების, პატიოსნების და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებით.
კომპანიის ფილოსოფია
ჩვენ, როგორც კომპანია, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი დამკვეთის წარმატება დიდად არის დამოკიდებული ჩვენს წარმატებულ მომსახურებაზე. ჩვენი მისწრაფებაა ჩამოვაყალიბოთ სანდო პარტნიორობა დამკვეთებთან, გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები სხვადასხვა სახის საინჟინრო მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ყურადღებით ვაკონტროლებთ საქმიანობის ყოველ ასპექტს იმისთვის, რომ ჩვენი მომსახურება იყოს ეფექტური და რენტაბელური. ჩვენი პერსონალის პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი შრომისა და ერთგულების მეშვეობით აიდისი დამკვეთებს აწვდის უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენ ვაღწევთ მიზნებს დამკვეთის მოთხოვნების კარგად გააზრებით და ჩვენი მუშაობის ყველა ასპექტზე სათანადო ყურადღების მიქცევით.
ჩვენი პრინციპები
- დამკვეთების მოთხოვნების იდენტიფიცირება და დაკმაყოფილება;
- პროექტების კარგად განხორციელება პირველივე შესრულებით;
- გამჭვირვალობა;
- გუნდური მუშაობა;
- მუდმივი განვითარება;
- ერთმანეთის პატივისცემა და მხარდაჭერა.
მმართველი გუნდი / პერსონალი
აიდისის ხელმძღვანელობს გამოცდილი, პროფესიონალი მმართველი გუნდი. ამასთან ერთად, ჩვენ შევკრიბეთ ჩვენს საქმიანობის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფი - პროექტის მენეჯერები, ინჟინრები, უბნის უფროსები, ბრიგადირები, დამხმარე პერსონალი და კვალიფიციური მუშახელი. ჩვენს საკვანძო პერსონალს გააჩნია მრავალი წლის საინჟინრო გამოცდილება. სპეციფიური მოთხოვნების და პროექტების მასშტაბის მიხედვით, აიდისის შეუძლია მოიზიდოს შესაბამისი სფეროს მაღალკვალიფიციური შტატგარეშე სპეციალისტებიც.