შესრულებული სამუშაოები მოიცავს დამცავი ნაგებობებისა და ნაპირსამაგრი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში) პროექტირებასა და მშენებლობას მდინარეების გადაკვეთებზე, რიპრაპების, გაბიონების, რენო-მატრასებისა, ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით. ასევე, შესაბამისი საშემსრულებლო ნახაზების მომზადებას. პროექტი დაფუძნებულია ჩალლ-ოფფ-ებზე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულდა 28 მდინარის გადაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც შესრულებულ სამუშაოთა მოცულობამ შეადგინა: გრუნტის ექსკავაცია – 56 613 მ3, რიპრაპების მოწყობა – 33 409 მ3, გაბიონებისა და რენო-მატრასების მოწყობა – 3 362 მ3. სამშენებლო უბნების ჯამურმა ფართობმა შეადგინა 26 748 მ2. აგრეთვე, მოხდა 4 მეწყრული უბნის რეაბილიტაცია, სადაც საექსკავაციო სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 7577 მ3 და მოეწყო 4202 მ3 გაბიონებისა და რენო-მატრასების კონსტრუქციები.