მოძებნე პროექტი

    ძებნის პარამეტრები

    • საძიებო სიტყვა
    • წელი
    • კლიენტი

    მილენიუმის გზის გასწვრივ 1000 მ სიგრძის სადრენაჟე არხის მოდიფიკაცია ბეტონის საფეხურების მოწყობის გზით.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ოქტომბერი 2014
    • დამთავრება ნოემბერი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    7 ჰა ფართობის ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმვა; CBR ტესტების ჩატარება; შესაბამისი ტოპოგრაფიული ნახაზებისა და საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიშის მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი Saipem/Azfen JV
    • სამუშაოს ტიპი კვლევა
    • დაწყება ოქტომბერი 2014
    • დამთავრება ნოემბერი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მდ. ლიახვის გადაკვეთის სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავება / პროექტირება; სამშენებლო მოედნის მომზადება, 68 868 მ3 გრუნტის ექსკავაცია, 15 000 მ2 გეოტექსტილი საფილტრი ფენის მოწყობა, მდინარის ნაპირების გასამაგრებლად 19 043 მ3 რიპრაპების მოწყობა, მდინარის კალაპოტის მთელ სიგანეზე 21 320 მ3 რიპრაპის კონსტრუქციების მოწყობა, 24 290 მ3 გრუნტის უკუყრა და ყრილის მოწყობა, ადგილობრივი ქვიშა-ხრეშით 2810 მ3 დამბის მოწყობა, 40 374 მ3 ზედმეტი გრუნტის გაშლა მდინარის კალაპოტსა და ნაპირებზე, 34 460 მ3 ქვის შემოტანა; სამშენებლო ტერიტორიის აღდგენა; საშემსრულებლო ნახაზების მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ივლისი 2014
    • დამთავრება თებერვალი 2015
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    დეტალური საპროექტო სამუშაოები სხვადასხვა დისციპლინებში, მათ შორის: მექნიკური, კონსტრუქციული, მილგაყვანილობის, საპროცესო, ანტი-კოროზიული, შედუღების, ინსტრუმენტების, ელექტრომომარაგების, უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემების, ავტომატური მართვის, სატელეკომუნიკაციო სისტემების, სამოქალაქო სფეროს და მათ შორის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, მეწყრული პროცესების შემამცირებელი და მდინარეების გადაკვეთების / ნაპირსამაგრი ღონისძიებების შემუშავება-პროექტირება. პროექტი დაფუძნებულიაCall-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება ივლისი 2014
    • დამთავრება ივლისი 2019
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    დინარეების გადაკვეთებზე ეროზიის საწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს კალაპოტებისა და ნაპირების გამაგრებას რიპ-რაპებით, Maccaferri-ის გაბიონებით, ბეტონის კონსტრუქციებით და ა.შ., ასევე გამწვანების და ბუნებრივი გარემოს წინასამშენებლო პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ივნისი 2014
    • დამთავრება დეკემბერი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამშენებლო, სამოქალაქო საინჟინრო, საპროექტო, საკვლევ-საძიებო და ზოგადი საპროექტო მომსაზურების გაწევა დამკვეთისგან მიღებული ჩალლ-Oფფ-ებისა და შესაბამისი დავალებების მიხედვით. სამუშაოები სრულდება მილსადენებისა და მდინარეების/არხების გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, მილსადენების დამხმარე ნაგებობებზე და ა.შ.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Shah Deniz) Ltd
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ივნისი 2014
    • დამთავრება დეკემბერი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამშენებლო ძალისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების (SCPX Project) პროექტის ადრეული სამუშაოებისთვის.

    Additional Info

    • კლიენტი ENKA Insaat ve Sanayi A.S.Branch In Georgia
    • სამუშაოს ტიპი მომსახურების უზრუნველყოფა
    • დაწყება მაისი 2014
    • დამთავრება აგვისტო 2016
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამუშაოები სრულდება BTC, SCP და WREP მილსადენების გაყოლებაზე, საქაჩ სადგურებსა და დამხმარე ნაგებობებზე, მისლადენების დერეფნებსა და გასხვისების ზოლში, მდინარეთა გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, სასაწყობე მოედნებზე და ა.შ.
    სამუშაოები მოიცავს: მიწის სამუშაოებს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტერიტორიის მოხრეშვა-მოშანდაკებას, მეწყრის საჭინააღმდეგი და ანტი-ეროზიული ღონისძიებების გატარებას. ზოგად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პროექტების დამხმარე სამუშაო ძალით უზრუნველყოფას, მასალების, დანადგარებისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდებას, მძიმე და მსუბუქი ტვირთების გადაზიდვას, გაწმენდით სამუშაოებს, მათ შორის ზამთრის პერიოდში. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა, საინჟინრო სამუშაოები
    • დაწყება მაისი 2014
    • დამთავრება იანვარი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, პროექტირება, პრესონალის ტრენინგები, მანქანა/მექანიზმების მომზადება სამშენებლო სამუშაოებისთვის.
    სამშენებლო მოედნის მომზადება 3-დონიან ტერასებზე; კარიერებიდან მასალების მიწოდება; ტერიტორიის პერიმეტრზე უსაფრთხოების ღობის მონტაჟი; მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელების მოწყობა; მილენიუმის გზაზე ორივე მიმართულებით ასაჩქარებელი და შემანელებელი ზოლების მოწყობა.
    კომუნიკაციების განმანაწილებელი სისტემების მონტაჟი, მათ შორის: ელექტრომომარაგება, ტელეკომუნიკაცია, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სახანძრო უსაფრთხოება.
    კემპის შენობა-ნაგებობებისა და დანადგარებისთვის რკინაბეტონის საძირკვლებისა და ფუნდამენტების მოწყობა მომწოდებლის ინსტრუქციების შესაბამისად.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება მაისი 2013
    • დამთავრება ივნისი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამუშაოები სრულდება SCP და WREP მილსადენების საქართველოს მონაკვეთებზე, მთლიანი სიგრძით 373კმ (WREP) და 250კმ (SCP), საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან სუფსის ტერმინალამდე და საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. სამუშაოები სრულდება ჩალლ-Oფფ-ების საფუძველზე და მოიცავს სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინებს, როგორებიცაა: სამოქალაქო ინჟინერია და პროექტირება, მექანიკური, კონსტრუქციული ინჟინერია, წყალმომარაგება-კანალიზაცია, წყალარიდება, შედუღება, ანტი-კოროზია, ელექტროობა, სახანძრო უსაფრთხოება, ავტომატიზაცია, ეროზიების კონტროლი, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ნაპირსამაგრი ღონისძიებები და ა.შ.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, კვლევა-ძიება, საინჟინრო სამუშაოები
    • დაწყება დეკემბერი 2011
    • დამთავრება აპრილი 2014
    • ადგილმდებარეობა საქართველო
    გვერდი 1 სულ 3
    © 2002-2020 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა