მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, პროექტირება, პრესონალის ტრენინგები, მანქანა/მექანიზმების მომზადება სამშენებლო სამუშაოებისთვის.
სამშენებლო მოედნის მომზადება 3-დონიან ტერასებზე; კარიერებიდან მასალების მიწოდება; ტერიტორიის პერიმეტრზე უსაფრთხოების ღობის მონტაჟი; მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელების მოწყობა; მილენიუმის გზაზე ორივე მიმართულებით ასაჩქარებელი და შემანელებელი ზოლების მოწყობა.
კომუნიკაციების განმანაწილებელი სისტემების მონტაჟი, მათ შორის: ელექტრომომარაგება, ტელეკომუნიკაცია, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სახანძრო უსაფრთხოება.
კემპის შენობა-ნაგებობებისა და დანადგარებისთვის რკინაბეტონის საძირკვლებისა და ფუნდამენტების მოწყობა მომწოდებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
სამუშაოები სრულდება SCP და WREP მილსადენების საქართველოს მონაკვეთებზე, მთლიანი სიგრძით 373კმ (WREP) და 250კმ (SCP), საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან სუფსის ტერმინალამდე და საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. სამუშაოები სრულდება ჩალლ-Oფფ-ების საფუძველზე და მოიცავს სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინებს, როგორებიცაა: სამოქალაქო ინჟინერია და პროექტირება, მექანიკური, კონსტრუქციული ინჟინერია, წყალმომარაგება-კანალიზაცია, წყალარიდება, შედუღება, ანტი-კოროზია, ელექტროობა, სახანძრო უსაფრთხოება, ავტომატიზაცია, ეროზიების კონტროლი, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ნაპირსამაგრი ღონისძიებები და ა.შ.
შესრულებული სამუშაოები მოიცავს დამცავი ნაგებობებისა და ნაპირსამაგრი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში) პროექტირებასა და მშენებლობას მდინარეების გადაკვეთებზე, რიპრაპების, გაბიონების, რენო-მატრასებისა, ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით. ასევე, შესაბამისი საშემსრულებლო ნახაზების მომზადებას. პროექტი დაფუძნებულია ჩალლ-ოფფ-ებზე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულდა 28 მდინარის გადაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც შესრულებულ სამუშაოთა მოცულობამ შეადგინა: გრუნტის ექსკავაცია – 56 613 მ3, რიპრაპების მოწყობა – 33 409 მ3, გაბიონებისა და რენო-მატრასების მოწყობა – 3 362 მ3. სამშენებლო უბნების ჯამურმა ფართობმა შეადგინა 26 748 მ2. აგრეთვე, მოხდა 4 მეწყრული უბნის რეაბილიტაცია, სადაც საექსკავაციო სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 7577 მ3 და მოეწყო 4202 მ3 გაბიონებისა და რენო-მატრასების კონსტრუქციები.
Topographic, geotechnical and hydrological calculations. Elaboration of detailed design including structural calculations of bridge piers, steel superstructure and roadway reinforced concrete slab. Construction works included earthworks, reinforced concrete works for piers and roadway slab, arrangement of steel superstructure using I-beams, installation of steel railing.
Scope of services included provision of senior surveyor, assistants to surveyors and skilled technician.
Scope of services included provision of senior surveyor, assistants to surveyors and skilled technician.