პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა, ხარისხის უზრუნველყოფა, სამუშაოების შესრულებისას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა ნიადაგის ფენის მოხსნა და დასაწყობება, შემასწორებელი ფენის და გზის მშენებლობა ქვიშა/ხრეშის და ღორღის გამოყენებით, 500 მმ-იანი წყალგამტარის დამონტაჟება გოფრირებული პლასტმასის მილის გამოყენებით, კიუვეტების მოწყობა, ბეტონის ფილების მონტაჟი მილსადენის კვეთაზე. გზის სიგრძე შეადგენს 2 050 მ-ს.