მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, პროექტირება, პრესონალის ტრენინგები, მანქანა/მექანიზმების მომზადება სამშენებლო სამუშაოებისთვის.
სამშენებლო მოედნის მომზადება 3-დონიან ტერასებზე; კარიერებიდან მასალების მიწოდება; ტერიტორიის პერიმეტრზე უსაფრთხოების ღობის მონტაჟი; მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელების მოწყობა; მილენიუმის გზაზე ორივე მიმართულებით ასაჩქარებელი და შემანელებელი ზოლების მოწყობა.
კომუნიკაციების განმანაწილებელი სისტემების მონტაჟი, მათ შორის: ელექტრომომარაგება, ტელეკომუნიკაცია, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სახანძრო უსაფრთხოება.
კემპის შენობა-ნაგებობებისა და დანადგარებისთვის რკინაბეტონის საძირკვლებისა და ფუნდამენტების მოწყობა მომწოდებლის ინსტრუქციების შესაბამისად.