28 ეროზიული უბნის ვიზუალური შემოწმება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მიმართიულებით, ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევა საჭიროების შემთხვევაში, ეროზიული სამუშაოების დაპროექტება (დამბების, ბერმების, სადრენაჟე არხების და საყრდენი კედლების მოწყობა).
ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევის განხორციელება. მდინარე საცხენისზე ხიდის დაპროექტება.
100 გრ. მ-ზე მეტი სიგრძის ჭაბურღილების გაყვანა, პიეზომეტრების დაყენება, ნიმუშების სიმკვრივის ლაბორატორიული ანალიზი, ანგარიშის მომზადება.
გეოტექნიკური, ჰიდროლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით დროებითი ნაპირსამაგრების დაპროექტება დერეფნის აღნიშნულ მონაკვეთზე ბაქო-სუფსის მილსადენის დასაცავად.
განხორციელდა დამატებითი მცირე სამშენებლო სამუშაოები (ბეტონის ბლოკების და აგურის კედლების მშენებლობის ჩათვლით) რ/ბ ფილებზე PSG-1 სადგურის ნარჩენების ცენტრალური აკუმულაციის ტერიტორიაზე (ჩჭAA).განხორციელდა დამატებითი მცირე სამშენებლო სამუშაოები (ბეტონის ბლოკების და აგურის კედლების მშენებლობის ჩათვლით) რ/ბ ფილებზე PშG-1 სადგურის ნარჩენების ცენტრალური აკუმულაციის ტერიტორიაზე (CWAA).
წყალმომარაგების სისტემის დაპროექტება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება სოფელ ანდეზიტში, ბაკურიანის რაიონი. გზაზე გეოტექნიკური და გეოდეზიური სამუშაოების შესრულება; მილსადენის ოპტიმალური ტრასის განსაზღვრა (1,2 კმ); წყალმომარაგების სისტემის ჰიდრავლიკური ანგარიში; სათავე ნაგებობის დაპროექტება; წყალმომარაგების სისტემის მოწყობა 150 მმ დიამეტრის ფოლადის და პლასტმასის მილებით; რ/ბ სათავე ნაგებობის მოწყობა.
გაზსადენის სხვადასხვა მონაკვეთებზე სპეციფიური კვლევის განხორციელება: გეოტექნიკური კვლევა, მილსადენის კოროზია, მილის დამცავი საფარის შემოწმება, სარქველების და გაზის განმანაწილებელი სადგურების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, საინჟინრო სამუშაოების წარმოება, აუდიტი და ანალიზი.
ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები განხორციელდა მილსადენის მთლიანი სიგრძის 74 %-ზე (222 კმ-ზე) და მოიცავდა შემდეგ მონაკვეთებს:
მონაკვეთი A – ყაზბეგი-ფასანაური
მონაკვეთი B – ფასანაური-საგურამო
მონაკვეთი ჩ – საგურამო-ნორიო
მონაკვეთი D – ნორიო-წითელი ხიდი
ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევა, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი, ჰიდროლოგიური გამოთვლები, შლუზის და წყალგადამგდები ნაგებობის დეტალური დაპროექტება.
ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევა PSG-1 სადგურის ნარჩენების ცენტრალური აკუმულაციის ტერიტორიაზე (CWAA), ნიმუშების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ლაბორატორიული ანალიზი, არსებული რ/ბ ფილის ბეტონის მარკის განსაზღვრა და არმატურის დაპროექტება, რ/ბ ფილის ანგარიში ერთი მანქანის დატვირთვის მიხედვით და ფილის გამაგრებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
სხვადასხვა სპეციალისტების უზრუნველყოფა (ინჟინრები, გეოდეზისტები, გეოლოგები, ჰიდროლოგები და ა.შ.)
GB21-ზე 2.2 კმ სიგრძის მისასვლელი გზის დეტალური პროექტირება, ქანობების შემცირების და საუკეთესო საგზაო სამოსის არჩევისათვის სამი ალტერნატივის შემუშავება.
განვითარებულ ვარიანტებს შორის, II ვარიანტი ჩაითვალა ყველაზე დასაშვებად, ამ შემთხვევაში მაქსიმალური დახრა არ გაცდა 22 %-ს, რომელმაც უზრუნველყო უფრო უსაფრთხო მოძრაობა, ვიდრე I და III ვარიანტების შემთხვევაში.