სამუშაოს აღწერა: ბაკურიანის ცენტრალური (3,7 კმ) და შემოვლითი (3.0 კმ) გზების ტოპოგეოდეზიური კვლევა, გზის განივი და გრძივი კვეთების დაპროექტება, საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების განსაზღვრა, დეტალური ნახაზების შედგენა, რომლებიც საჭიროა ხიდებისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციისათვის, ბეტონის კიუვეტების დაპროექტება და რეაბილიტაციის სამუშაოს მოცულობებისა და ფასების განსაზღვრა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, როგორიცაა ასფალტის გზის (1,31 კმ სიგრძის) და ხრეშის გზის (1.1 კმ სიგრძის) რეაბილიტაცია ბაკურიანში, რკინაბეტონის კიუვეტების და სამკუთხა ბეტონის ღარების მოწყობა ასფალტის გზებზე, ორი სახიდე გადასასვლელის შეკეთება.