კომპანია „სმიტ ლამნაკო“ ახორციელებს ბაქო-სუფსის ნავთონსადენზე ნავთობის მილების გამოცვლის სამუშაოებს. აიდისის სამუშაოთა მოცულობა მოიცავს ახალი SPM მილების აწყობას. აიდისი დამკვეთს აწვდის სხვადასხვა სახის ტექნიკას (ამწეები, ორკაპა სატვირთველები, ძრავიანი ნავები, გენერატორები, სანათი კოშკები, კონტეინერები და ა.შ.), ასევე, უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის პერსონალს, როგორიცაა პროექტის კოორდინატორი, პროექტის მენეჯერი, უბნის ზედამხედველი, მილების აწყობის ზედამხედველი, მილების აწყობის ტექნიკოსი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცრები, აწევითი სამუშაოების ზედამხედველები, მეტაკელაჟეები, PACE ტერმინალის ოპერატორები და ა.შ. სამუშაოები სრულდება საქართველოში, ფოთის პორტში.