მოძებნე პროექტი

    ძებნის პარამეტრები

    • საძიებო სიტყვა
    • წელი
    • კლიენტი

    ტექნიკის და პერსონალის მიწოდება

    შპს ოუშენირინგი ახორციელებს ბაქო-სუფსის ნავთონსადენზე ერთწერტილოვანი მიბმის (SPM) მილების გამოცვლის სამუშაოებს. აიდისის სამუშაოთა მოცულობა მოიცავს ახალი SPM მილების აწყობას და ძველი SPM მილების დაშლას. აიდისი დამკვეთს აწვდის სხვადასხვა სახის ტექნიკას (ამწეები, ორკაპა სატვირთველები, ძრავიანი ნავები, გენერატორები, სანათი კოშკები, კონტეინერები და ა.შ.), ასევე, უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის პერსონალს, როგორიცაა პროექტის კოორდინატორი, პროექტის მენეჯერი, უბნის ზედამხედველი, მილების აწყობის ზედამხედველი, მილების აწყობის ტექნიკოსი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცრები, აწევითი სამუშაოების ზედამხედველები, მეტაკელაჟეები და ა.შ. აიდისის სამუშაოთა მოცულობაში შედის SPM მილების გამოცვლის სახმელეთო სამუშაოები. სამუშაოები სრულდება საქართველოში, ფოთის პორტში.

    Additional Info

    • კლიენტი: LLC Oceaneering International Services Branch of Georgia
    • სამუშაოს ტიპი: მომსახურების უზრუნველყოფა
    • დაწყება: ივლისი 2023
    • დამთავრება: ოქტომბერი 2023
    • ადგილმდებარეობა: საქართველო
    © 2002-2020 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა