შპს აიდისის მიზანია მართოს საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს მისი თანამშრომლებისა და გარშემომყოფთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამავდროულად, მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ყველა თანამშრომელი და კონტრაქტორი ვალდებულია გაიაზროს „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ მიზნები, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ კუთხით წარმატების მიღწევის საქმეში და შეინარჩუნოს დამკვეთის რეპუტაცია.

    ჩვენი ამოცანაა:

    • ვუზრუნველვყოთ უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ საკითხებსა და მათ განხორციელებაზე ვალდებულების აღება და შესაბამისი მიმართულებების დასახვა;
    • რისკის შეფასების და მართვის ეფექტური პროგრამები;
    • თითოეული პროექტი შესრულებული იყოს საერთაშორისო სერტიფიცირებული „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ სტანდარტების შესაბამისად;
    • ვუზრუნველვყოთ ფინანსური და ადამიანური რესურსი, „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ პრობლემების იდენტიფიცირების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და მათი ეფექტურად მართვის მიზნით.
    • ვუზრუნველვყოთ ღია და თანაბარუფლებიანი შიდა და გარე კომუნიკაცია, ხელი შევუწყოთ თანამშრომლებს შორის ურთიერთობას და დისკუსიას, ვუზრუნველვყოთ რომ ორგანიზაციის ყველა რგოლმა შეასრულოს „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ მიზნები.
    • ვიზრუნოთ იმაზე, რომ საგანმანათლებლო-საინფორმაციო და სასწავლო პროგრამების დახმარებით,„ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ კუთხით, მივაღწიოთ ინდივიდუალურ კომპეტენტურობას, ყველა ორგანიზაციულ დონეზე, იმის ჩათვლით,რომ თითოეულ ფუნქციონალურ რგოლში ყველა თანამშრომელს კარგად ჰქონდეს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ საკითხებთან მიმართებაში.
    • ხელი შევუწყოთ „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ ჯგუფს ჩაატაროს რეგულარული შიდა და გარე შეფასებითი სამუშაოები კომპანიის ოპერაციებიდან გამომდინარე იმ საფრთხეების დასადგენად, რომლებიც ემუქრება ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და გარემოს, და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენს ხელთაა ეფექტური საკონტროლო ზომები.
    • გამოვიძიოთ „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ ინციდენტები ძირეული მიზეზების დადგენისა და ეფექტური საკონტროლო ზომების შემუშავების მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ რეციდივი.
    • რეგულარულად ჩავატაროთ „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ შემოწმებები, შიდა და გარე აუდიტები, ვაკონტროლოთ და შევაფასოთ ჩვენი მუშაობა, რათა უზრუნველვყოთ „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ მართვის სისტემის მუდმივი განვითარება.
    • შევამოწმოთ თუ რამდენად შეესაბამება სამუშაოს ძირითადი ინდიკატორები დასახულ მიზნებს;
    • ვუზრუნველვყოთ კონსულტაცია და თანამშრომლობა ჩვენს დამკვეთებთან, მომწოდებლებთან, ქვეკონტრაქტორებთან, მსგავსი სპეციფიკის კომპანიებთან, იმ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ ინტერესებს და მათთან, ვინც თანამშრომლობს ჩვენს კომპანიასთან, რათა ავიმაღლოთ ჩვენი სტანდარტები.

    ყოველი თანამშრომელი უფლებამოსილია შეწყვიტოს მუშაობა, თუ არ იქნება დაცული უსაფრთხოების პირობები.

    ჩვენი ვალდებულება „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის“ საკითხებთან მიმართებაში წარმოადგენს ჩვენს უმაღლეს პრიორიტეტს, რაც კომპრომისს არ ექვემდებარება.

    ჯილდოები

    © 2002-2024 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა