მიწის სამუშაოები, ESP კოლექტორის და წყლის შემშვები კოლექტორების საყრდენების დამზადება და დამონტაჟება. რკინაბეტონის წყალშემკრები ჭის მოწყობა. საგზაო გადაკვეთების მოწყობა (მიწისქვეშა საცავი მილი). მილგაყვანილობის, ურდულების და მოწყობილობების მონტაჟი (შედუღება, ფლიანეცური შეერთებები). მაღალი წნევის ტუმბოს კოლექტორის მშენებლობა. LP და HB შედუღების კვანძების ულტრაიისფერი ტესტირება. დამონტაჟებული მილგაყვანილობის ჰიდროტესტირება. ნავთობის ფოლადის ავზების რეკონსტრუქციისთვის საჭირო შედუღებითი სამუშაოები. სხვადასხვა ტიპის ავზების რეკონსტრუქცია - ძველი ფლიანეცების და მილების მოჭრა და ახლების დამონტაჟება შედუღების საშუალებით. ავზების გარე ზედაპირების ჭავლური დამუშავება და შეღებვა. ტესტირება სისქის დასადგენად და NDI ტესტირება. ავზების ჰიდროტესტირება. ტუმბოს ფოლადის ფარდულის რეკონსტრუქცია და გაფართოვება. მიწისქვეშა ბეტონის ჭების გარშემო დრენაჟის მოწყობა. მიწისქვეშა სადრენაჟო სისტემების მოწყობა.
>მარშრუტის ვარიანტების დამუშავება და საბოლოო მარშრუტის შერჩევა; ტოპოგრაფიული, გეოტექნიკური და ჰიდროლოგიური კვლევების შესრულება; მილსადენის გეგმის, პროფილის, გადაკვეთების გეგმების, ტიპიური ნახაზების, სამუშაო მოცულობების, მასალების ჩამონათვალის და სამშენებლო სამუშაოების კალენდარული გრაფიკის და ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; მშენებლობის ნებართვის მოპოვება. გაზსადენის სიგრძეა 19.6 კმ.
პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და რეპორტინგი, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომარაგება. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა - გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, გზის ასფალტის საფარის მოწყობა არსებულ ხრეშოვან გზაზე ახალი პსჯ 1-ის კემპიდან მთავარ საზოგადოებრივ გზამდე, გვერდულების მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, ახალი გზის სადრენაჟე სისტემების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკის ბორდიურების მოწყობა, გზის მონიშვნა.
საინჟინრო სამუშაოები - დროებითი სამუშაოები, სამშენებლო უბნების გაწმენდა, სამშენებლო უბნების მოწყობა, მასალების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება (დატვირთვა-გადმოტვირთვა და აწევა), ბეტონის ჩასხმა ადგილზე, ანაკრები ბეტონის კონსტრუქციები, ხიმინჯების მოწყობა, ექსკავაცია, ნაპირგამაგრება, შემოღობვა, საკანალიზაციო ჭები, შურფები / დახურული ავზები, საკანალიზაციო და წყლის სისტემების აღდგენა, სამუშოები ნავთობსადენის მილზე (მიწის ზედაპირზე და თხრილში), გზების და ხელოვნური საფარის მშენებლობა, მიწის სამუშაოები, ნიადაგის კვლევა, სამშენებლო სამუშაოები, აღდგენითი სამუშაოები, სამუშაოები მდინარეების გადაკვეთებზე, სადრენაჟე სამუშაოები, წყალმოცილება, საკაბელო არხების გაყვანა (მიწის ქვეშ), მომარაგება, სამშენებლო და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება და მიწოდება, შეღებვა, წყალგაუმტარი ფენის მოწყობა, შემოწმება და ტესტირება, ზედმეტი და ნარჩენი მასალების გატანა სამუშაო უბნიდან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საშემსრულებლო ნახაზებისა და მასალების საკონტროლო დოკუმენტაციის მომზადება, შედუღების ჩანაწერების / NDE ნახაზების და სერტიფიცირების პაკეტების დამუშავება და წარდგენა. კონსტრუქციული სამუშოები - კონსტრუქციების დამზადება, ანაკრები ასაწყობი კონსტრუქციების, მასალების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება (დატვირთვა-გადმოტვირთვა და აწევა), კონსტრუქციების მონტაჟი, მომარაგება, სახარჯი მასალების ტრანსპორტირება და მიწოდება, შემოწმება და ტესტირება, ზედმეტი და ნარჩენი მასალების გატანა სამუშაო უბნიდან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საშემსრულებლო ნახაზებისა და მასალების საკონტროლო დოკუმენტაციის მომზადება, შედუღების ჩანაწერების / NDE ნახაზების და სერტიფიცირების პაკეტების დამუშავება და წარდგენა. პროექტი არის Call-off-ებზე დაფუძნებული.
საპროექტო სამუშაოების შესრულება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სუფსის კემპისთვის. პროექტზე დაყრდნობით, არსებული მილგაყვანილობის ქსელი შეიცვალა სუფსის კემპის გარე და შიდა პერიმეტრზე. სამუშაოები მოიცავდა ცხელი, ცივი წყლის და გათბობის მილების შეცვლას. საერთო ჯამში, შეიცვალა 630 მ მილების შიდა ქსელი და 940 მ მილების გარე ქსელი. აგრეთვე, არსებული დიზელზე მომუშავე ავზი შეიცვალა ახალი ელექრტო წყლის გამათბობლით, რომელიც აღჭურვილი იყო წყლის დამარბილებლითა და სატუმბით.
პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და შეტყობინება, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა - დაზიანებული ასფალტ-ბეტონის ექსკავაცია, გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით. გზის საფარის ფენების მოწყობა მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ასფალტ ბეტონის ნარევით.
სამუშაოს აღწერა: პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა, ხარისხის უზრუნველყოფა, სამუშაოების შესრულებისას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა დაზიანებული ასფალტ-ბეტონის ცივი ფრეზირება, არსებული ასფალტ-ბეტონის ორმოული შეკეთება, გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, გზის საფარის ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის ნარევით, გვერდულების მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, გზის მონიშვნა.
10880 მ2 ფართობის ტერიტორიის ფარგლებში გაიბურღა 4 ჭაბურღილი საერთო სიგრძით 32 მ, ჩატარდა CBR-ის 4 ტესტი. ჭაბურღილებიდან აღებულ გრუნტის ნიმუშებზე ჩატარდა ლაბორატორიული ტესტები მათი ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური შემადგენლობის დასადგენად.
პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და შეტყობინება, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამშენებლო/აღდგენითი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა არსებული სავენტილაციო სისტემის ქსელის მოდიფიკაცია, არსებული იატაკის მოხსნა და ახლის მოწყობა კერამიკული ფილების გამოყენებით, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების ქსელის მონტაჟი, კედლების შეღებვა, ხის და რკინის კარების მონაჟი, არმსტრონგის ჭერის მონტაჟი.
სამუშაოს აღწერა: არსებული გზის ტოპოგრაფიული კვლევა, სიგრძით დაახლოებით 4,5 კმ და სიგანით 9,5 მ (რაც მოიცავს 1,5 მ გვერდულებს თითოეულ მხარეს). 9 ცალი მუდმივი რეპერის განთავსება, ამ განსაზღვრული კორიდორის ფარგლებში ყველა ზედაპირული და მიწისზედა ობიექტების კვლევა და ჩAთ სკანირება მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობის დასადგენად, გზის საპროექტო ნახაზების შემუშავება, რაც მოიცავს ტრასას, განივ კვეთებს და პროფილს. არსებული გზის ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგების შენარჩუნება სადაც შესაძლებელია, მოცულობათა უწყისის მომზადება სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ანგარიშების მომზადება.
პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა, ხარისხის უზრუნველყოფა, სამუშაოების შესრულებისას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა ნიადაგის ფენის მოხსნა და დასაწყობება, შემასწორებელი ფენის და გზის მშენებლობა ქვიშა/ხრეშის და ღორღის გამოყენებით, 500 მმ-იანი წყალგამტარის დამონტაჟება გოფრირებული პლასტმასის მილის გამოყენებით, კიუვეტების მოწყობა, ბეტონის ფილების მონტაჟი მილსადენის კვეთაზე. გზის სიგრძე შეადგენს 2 050 მ-ს.
მილსადენის ტრასის (63 კმ) დეტალური აგეგმვა; არსებული მყარი წერტილების გადამოწმება; ახალი პირველადი საკონტროლო წერტილების მოწყობა; მილსადენის ტრასის ღერძის დაკვალვა; გზების, სარკინიგზო ხაზების, მიწისქვეშა და საჰაერო კომუნიკაციების გადაკვეთების აგეგმვა; მილსადენის დამხმარე ნაგებობების MX40/41, MX77, MX81 აგეგმვა; ტოპოგრაფიული რუქების, ნახაზებისა და ანგარიშების წარდგენა.
მილენიუმის გზის გასწვრივ 1000 მ სიგრძის სადრენაჟე არხის მოდიფიკაცია ბეტონის საფეხურების მოწყობის გზით.
7 ჰა ფართობის ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმვა; CBR ტესტების ჩატარება; შესაბამისი ტოპოგრაფიული ნახაზებისა და საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიშის მომზადება.
მდ. ლიახვის გადაკვეთის სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავება / პროექტირება; სამშენებლო მოედნის მომზადება, 68 868 მ3 გრუნტის ექსკავაცია, 15 000 მ2 გეოტექსტილი საფილტრი ფენის მოწყობა, მდინარის ნაპირების გასამაგრებლად 19 043 მ3 რიპრაპების მოწყობა, მდინარის კალაპოტის მთელ სიგანეზე 21 320 მ3 რიპრაპის კონსტრუქციების მოწყობა, 24 290 მ3 გრუნტის უკუყრა და ყრილის მოწყობა, ადგილობრივი ქვიშა-ხრეშით 2810 მ3 დამბის მოწყობა, 40 374 მ3 ზედმეტი გრუნტის გაშლა მდინარის კალაპოტსა და ნაპირებზე, 34 460 მ3 ქვის შემოტანა; სამშენებლო ტერიტორიის აღდგენა; საშემსრულებლო ნახაზების მომზადება.
დეტალური საპროექტო სამუშაოები სხვადასხვა დისციპლინებში, მათ შორის: მექნიკური, კონსტრუქციული, მილგაყვანილობის, საპროცესო, ანტი-კოროზიული, შედუღების, ინსტრუმენტების, ელექტრომომარაგების, უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემების, ავტომატური მართვის, სატელეკომუნიკაციო სისტემების, სამოქალაქო სფეროს და მათ შორის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, მეწყრული პროცესების შემამცირებელი და მდინარეების გადაკვეთების / ნაპირსამაგრი ღონისძიებების შემუშავება-პროექტირება. პროექტი დაფუძნებულიაCall-off-ებზე.
დინარეების გადაკვეთებზე ეროზიის საწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს კალაპოტებისა და ნაპირების გამაგრებას რიპ-რაპებით, Maccaferri-ის გაბიონებით, ბეტონის კონსტრუქციებით და ა.შ., ასევე გამწვანების და ბუნებრივი გარემოს წინასამშენებლო პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.
სამშენებლო, სამოქალაქო საინჟინრო, საპროექტო, საკვლევ-საძიებო და ზოგადი საპროექტო მომსაზურების გაწევა დამკვეთისგან მიღებული ჩალლ-Oფფ-ებისა და შესაბამისი დავალებების მიხედვით. სამუშაოები სრულდება მილსადენებისა და მდინარეების/არხების გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, მილსადენების დამხმარე ნაგებობებზე და ა.შ.
სამშენებლო ძალისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების (SCPX Project) პროექტის ადრეული სამუშაოებისთვის.
სამუშაოები სრულდება BTC, SCP და WREP მილსადენების გაყოლებაზე, საქაჩ სადგურებსა და დამხმარე ნაგებობებზე, მისლადენების დერეფნებსა და გასხვისების ზოლში, მდინარეთა გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, სასაწყობე მოედნებზე და ა.შ.
სამუშაოები მოიცავს: მიწის სამუშაოებს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტერიტორიის მოხრეშვა-მოშანდაკებას, მეწყრის საჭინააღმდეგი და ანტი-ეროზიული ღონისძიებების გატარებას. ზოგად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პროექტების დამხმარე სამუშაო ძალით უზრუნველყოფას, მასალების, დანადგარებისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდებას, მძიმე და მსუბუქი ტვირთების გადაზიდვას, გაწმენდით სამუშაოებს, მათ შორის ზამთრის პერიოდში. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.
მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, პროექტირება, პრესონალის ტრენინგები, მანქანა/მექანიზმების მომზადება სამშენებლო სამუშაოებისთვის.
სამშენებლო მოედნის მომზადება 3-დონიან ტერასებზე; კარიერებიდან მასალების მიწოდება; ტერიტორიის პერიმეტრზე უსაფრთხოების ღობის მონტაჟი; მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელების მოწყობა; მილენიუმის გზაზე ორივე მიმართულებით ასაჩქარებელი და შემანელებელი ზოლების მოწყობა.
კომუნიკაციების განმანაწილებელი სისტემების მონტაჟი, მათ შორის: ელექტრომომარაგება, ტელეკომუნიკაცია, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სახანძრო უსაფრთხოება.
კემპის შენობა-ნაგებობებისა და დანადგარებისთვის რკინაბეტონის საძირკვლებისა და ფუნდამენტების მოწყობა მომწოდებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
სამუშაოს აღწერა: ტოპოგრაფიული, გეოტექნიკური და ჰიდროლოგიური ანგარიში. პროექტის დეტალური დამუშავება, რაც მოიცავს ხიდის ბურჯების, ლითონის მალის ნაშენის და გზატკეცილის რკინაბეტონის ფილების კონსტრუქციულ ანგარიშს. სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა მიწის სამუშაოებს, რკინაბეტონის სამუშაოებს ბურჯებისთვის და გზატკეცილის ფილებისთვის, ლითონის მალის ნაშენის მოწყობას ორტესებრი კოჭით, ლითონის მოაჯირების დამონტაჟებას.
სამუშაოები სრულდება SCP და WREP მილსადენების საქართველოს მონაკვეთებზე, მთლიანი სიგრძით 373კმ (WREP) და 250კმ (SCP), საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან სუფსის ტერმინალამდე და საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. სამუშაოები სრულდება ჩალლ-Oფფ-ების საფუძველზე და მოიცავს სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინებს, როგორებიცაა: სამოქალაქო ინჟინერია და პროექტირება, მექანიკური, კონსტრუქციული ინჟინერია, წყალმომარაგება-კანალიზაცია, წყალარიდება, შედუღება, ანტი-კოროზია, ელექტროობა, სახანძრო უსაფრთხოება, ავტომატიზაცია, ეროზიების კონტროლი, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ნაპირსამაგრი ღონისძიებები და ა.შ.
გაწეული მომსახურეობა მოიცავდა უფროსი გეოდეზისტის, გეოდეზისტის დამხმარეებისა და კვალიფიციური მუშა-პერსონალის მიწოდებას.
ტოპოგრაფიული სამუშაოების ჩატარება, სიტუაციური გეგმებისა და გრძივი პროფილების დამუშავება (საპროექტო-საინჟინრო სამუშაოების საბაზისოდ). აღნიშნული სამუშაოების ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული მომსახურებით უზრუნველყოფა
სამშენებლო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი: საექსკავაციო სამუშაოების, ქარგილების მოწყობის, გრუნტის უკუყრისა და დატკეპნის, რიპრაპების მოწყობის, აღდგენითი სამუშაოების ზედამხედელობა; ბეტონის შემოწმება და ტესტირება როგორც ბეტონის ქარხანაში, ასევე სამშენებლო უბანზე; მასალების კონტროლი, მათ შორის მასალების მიღების, შენახვისა და გაცემის პროცედურული შესაბამისობის უზრუუნველყოფა; ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა/მომზადების კოორდინირება; წინასაექსპლუატაციო პროცესის პროცედურულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
შესრულებული სამუშაოები მოიცავს დამცავი ნაგებობებისა და ნაპირსამაგრი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში) პროექტირებასა და მშენებლობას მდინარეების გადაკვეთებზე, რიპრაპების, გაბიონების, რენო-მატრასებისა, ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით. ასევე, შესაბამისი საშემსრულებლო ნახაზების მომზადებას. პროექტი დაფუძნებულია ჩალლ-ოფფ-ებზე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულდა 28 მდინარის გადაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც შესრულებულ სამუშაოთა მოცულობამ შეადგინა: გრუნტის ექსკავაცია – 56 613 მ3, რიპრაპების მოწყობა – 33 409 მ3, გაბიონებისა და რენო-მატრასების მოწყობა – 3 362 მ3. სამშენებლო უბნების ჯამურმა ფართობმა შეადგინა 26 748 მ2. აგრეთვე, მოხდა 4 მეწყრული უბნის რეაბილიტაცია, სადაც საექსკავაციო სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 7577 მ3 და მოეწყო 4202 მ3 გაბიონებისა და რენო-მატრასების კონსტრუქციები.
გაწეული მომსახურეობა მოიცავდა უფროსი გეოდეზისტის, გეოდეზისტის დამხმარეებისა და კვალიფიციური მუშა-პერსონალის მიწოდებას.
ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევის განხორციელება, შენობის დეტალური პროექტირება, რომელიც მოიცავდა შენობის ყველა ელემენტს, როგორიცაა კონსტრუქციული, მექანიკური, გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირება, ელექტრო და ა.შ.
სამ სართულიანი ოფისის შენობის მშენებლობა საერთო ფართით 900 მ2. სამუშაოები მოიცავდა: მიწის სამუშაოებს საძირკვლისთვის, ფუნდამენტის ფილების, სვეტების, კოჭების და ჭერის ფილების მოწყობას რკინაბეტონის კონსტრუქციით, საძირკვლის და ჭერის ფილების ჰიდრო იზოლაციას, კედლების და ტიხრების მოწყობას სხვადასხვა მასალით, მათ შელესვასა და შეღებვას, კარების და ფანჯრების მონტაჟს, წყლის სისტემის მონტაჟს, საკანალიზაციო და ელ. დენის ქსელს, სააბაზანოების და საპირფარეშოების მოწყობას, იატაკის მოწყობას, გათობობა / ვენტილაცია / კონდიცირებას, კომპიუტერების და ტელეფონების ქსელს, ფანჯრის ჟალუზებს, ოფისის ავეჯით უზრონველყოფას, ეზოს საფარის მოწყობას (2000 მ2) რკინაბეტონით.
სამუშაოები მოიცავდა მილსადენების გასწვრივ არსებული მეწყრული უბნების სამონიტორინგო წერტილების ტოპოგრაფიულ კვლევას შM და DM, ანათვალების აღებასა და მათ პირვანდელ მონაცემებთან შედარებას. სულ გამოკვლეულ იქნა 204 არსებული სამონიტორინგო წერტილი.
გაწეული მომსახურეობა მოიცავდა საინჟინრო, საპროექტო და საკვლევ-საძიებო სამუშაოებს სხვადასხვა ტექნიკურ დისციპლინებში, მათ შორის: ტოპოგეოდეზია, საინჟინრო-გეოლოგია, არქიტექტურა, სამოქალაქო მშენებლობა, გათბობა-ვენტილაცია, კონსტრუქტორული, მექანიკური და ელექტრო ინჟინერია და ა.შ.
საპროექტო უბნის საინჟინრო-გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევა; გენერალური გეგმისა და ვერტიკალური გეგმარების დამუშავება; შენობა-ნაგებობების არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის შედგენა; წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარიდების სისტემების პროექტირება; გზებისა და ბილიკების პროექტირება BTC სტანდარტების შესაბამისად.
საკვლევი ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, 60 გ.მ. ჭაბურღილების გაყვანა, 60 ჰა ფართობის ტერიტორიის ტოპოგრაფიული აგეგმვა (მასშტაბი 1:1000). კვლევის ანგარიშის მომზადება.
ყოველი ანძის სამონტაჟო უბანზე ჭაბურღილის გაყვანა (5-10 მ სიღრმით); ჭაბურღილებიდან გრუნტისა და წყლის ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული შემოწმება; საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიში მომზადება (სულ 56 უბანი); დამკვეთის მიერ მომზადებული ანძების საძირკვლების პროექტების საექსპერტო შემოწმება; სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა; ბეტონის ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირება; სამშენებლო მასალების სერთიფიცირების კონტროლი; ანძების ვერტიკალურობის შემოწმება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, რ/ბ სადრენაჟე არხების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.
საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და ტოპოგრაფიული აგეგმვა. გენერალური გეგმის შედგენა; კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობისთვის დეტალური პროექტის დამუშავება, მათ შორის: დანადგარებისთვის რ/ბ ფუნდამენტების, ბეტონის გარსაცმებისა და დანადგარების დამაკავშირებელი მილგაყვანილობის პროექტის მომზადება.
PSG1-ზე გარდაბანში და PSG2-ზე თეთრიწყაროში საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისთვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოების წარმოება. შენობა-ნაგებობებისა და კომუნიკაციების განსათავსებლად ტერიტორიის გენერალური გეგმების დამუშავება. მიწის სამუშაოების მოცულობების დათვლა-დაანგარიშება.
წარეცხვის საწინააღმდეგო დროებითი და მუდმივი ღონისძიებების დეტალური პროექტის დამუშავება, როგორიცაა ბეტონის და რიპრაპის ბარაჟები და მდინარის კალაპოტის რიპრაპით მოპირკეთება.
შესრულებული სამუშაოები მოიცავდა:
ქარის ტურბინების საძირკვლებისა და საკაბელო არხების მოწყობას Bთჩ ნავთობსადენის BV03-სა და BV16-ზე.
Bთჩ ნავთობსადენის მე-15 და მე-16 ჩამკეტებზე ღობის შეკეთება.
PშG1-სა და PშG2-ზე ტურბინების გამოსატანი რკინაბეტონის ბილიკების მოწყობა.
პროექტები მოიცავდა როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოებს.
სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა:
- მიწის სამუშაოებს, სადრენაჟე არხების მოწყობას, ტერიოტორიის შემოღობვას, შიდა გზებისა და ბეტონის ბილიკების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას.
- საძინებელი ნაგებობის, სამზარეულო ნაგებობისა და მათი დამაკავშირებელი დერეფნის მშენებლობას (მთლიანი ფართობი 1020.8 მ2), რაც მოიცავდა რ/ბ ლენტური საძირკვლების, საძირკვლის ფილების, სვეტების, კოჭებისა და გადახურვის ფილების მოწყობას; გარე ბლოკის კედლებისა და თაბაშირ-მუყაოს ტიხრების მოწყობას, დამუშავებასა და შეღებვას; შენობა-ნაგებობების თბოიზოლაციას; ლითონის გადახურვის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს და შენობების გადახურვას გალვანიზირებული თუნუქის ფურცლებით; რკინის კარებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჟრების მოწყობას.
- გენერატორისა და საწვავის ავზის ფარდულის მშენებლობას.
- სამაცივრე ფარდულის მშენებლობას.
- კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობისა და ლელქაშის მოწყობას.
სამუშაოები მოიცავდა მილსადენების თავებზე სამონიტორინგო მაგნიტების დამონტაჟებას და მათ აგეგმვას. სულ მოწყობილ იქნა 38 ცალი მაგნიტი. ამასთან, მილსადენების გასწვრივ მოეწყო დროებითი სამონიტორინგო წერტილები.
ბაკურიანში, მდინარეებზე: ცხრაწყარო, კუმისკა-1, კუმისკა-2, ოშორა-1, ოშორა-2 მეორადი ნავთობდამჭერების პარაპეტებზე რ/ბ კონსტრუქციების მოწყობა. ასევე, 3 გენერატორისთვის რ/ბ საძირკვლებისა და სათავსი ფარდულების მოწყობა და მათი შიდა მოპირკეთების სამუშაოები. აღნიშნული მდინარეების ნაპირებზე გაბონების მოწყობა ჯამური მოცულობით 7343 მ3.
BV16-ზე და GB03-ზე ოთხი ქარის ტურბინის მოსაწყობად შესრულდა შემდეგი სამუშაოები: საპროექტო უბნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და ტოპოგრაფიული აგეგმვა; ტურბინების საძირკვლების მზიდუნარიანობის გაანგარიშება; ობიექტებზე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები; სამშენებლო მოედნების მოზადება, ტურბინების რ/ბ საძირკველიბის, ანკერებისა და საკაბელო არხების მოწყობა.
სამუშაოები მოიცავდა მილსადენების გაყოლებაზე სამონიტორინგო წერტილების მოწყობას და აგეგმვას აბსოლუტურ კოორდინატთა სისტემაში. სულ მოწყობილი წეტრილების რაოდენობა – 203.
ჩატარდა საპროექტო უბნების საინჟინრო-გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევები. საპროექტო სამუშაოები მოიცავდა ტეროტიორიების გენერალურ გეგმარებას, გამწმენდი ნაგებობის ცალკეული დანადგარების რ/ბ ფუნდამენტებს, ბეტონის გარსაცმებს, შიდა მილგაყვანილობას, ლელქაშს რ/ბ მიმღები და გამშვები ჭებით, მილგაყვანილობას გამწმენდი ნაგებობიდან ლელქაშამდე და ლელქაშიდან არსებული ხეობებისკენ. სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა: მიწის სამუშაოებს, ბეტონისა და რკინაბეტონის სამუშაოებს, დანადგარების სამონტაჟო სამუშაოებს, მილგაყვანილობების მოწყობასა და ლელქაშის მშენებლობას.
მდინარეების კალაპოტებისა და ნაპირების გასამაგრებელი/სარეაბილიტაციო სამუშაოები 0.7 – 1.0 მ ზომის რიპრაპბის მწყობით. სულ, სამივე მდინარეზე მოეწყო 1400 მ3 რიპრაპი.
სამუშაოს აღწერა: ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა და ტოპოგრაფიული აგეგმვა. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავდა შემდეგ შენობა-ნაგებობებს: 24 მაცხოვრებელზე გათვლილი საძინებელი შენობა, სამზარეულო-სასადილო შენობა, დაცვის ჯიხური, გენერატორისა და საწვავი ავზის ფარდული, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, მოსაწევი ფარდული, ნარჩენების სათავსო, გარე სარეკრეაციო ტერიოტორია, მანქანების პარკინგი, სპორტული მოედანი. პროექტი მოიცავდა არქიტექტურული, კონსტრუქციული, შიდა და გარე ელექტროქსელების, განათების, ვიდეო სათვალთვალო სისტემების, სახანძრო უსაფრთხოების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციისა დეტალურ პროექტირებას. საპროექტო სამუშაოები შესრულდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტანდარტების (British Standards, IBC-2000, NFPA 101) შესაბამისად.
კვლევა მოიცავდა 4 ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილების შესწავლას, ჭაბურღილების გაყვანას, ნიმუშების აღებასა და მათ ლაბორატორიულ ანალიზს; კვლევის შედგებზე დაყრდნობით შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.
ბაქო-სუფსის მილსადენისა და მდ. ლიახვის გადაკვეთაზე მილსადენის მდგრადობის უზრუნველსაყოფად ჩატარდა საგანგებო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა გადაკვეთის გასწვრივ რიპრაპების მოწყობას ჯამური მოცულობით 3000 მ3. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მომზადდა შესაბამისი საშემსრულებლო ნახაზები.
მდ. საცხენისის გადაკვეთაზე მილსადენის 20 მ სიგანის დერეფნის ტიოპოგრაფიული აგეგმვა და მისლადენის სიღმის დადგენა; საველე მონაცემების კამერალური დამუშავება.