კვლევა, დაპროექტება, მშენებლობა

    ზოგადი ინფორმაცია შპს აიდისის შესახებ

    შპს აიდისი არის საინჟინრო კომპანია, რომელიც შეიქმნა 2002 წელს. ჩვენი მიზანია დამკვეთს შევთავაზოთ უმაღლესი დონის მომსახურება. შპს აიდისი მუშაობს საერთაშორისო ხარისხის და უსაფრთხოების საინჟინრო სტანდარტებით და იყენებს პრაქტიკულ მეთოდებს, რათა შეასრულოს თითოეული პროექტის სპეციფიური მოთხოვნები. კომპანიას ჰყავს მრავალი კმაყოფილი დამკვეთი, რომლებთანაც მუდმივად ხდება ახალი კონტრაქტების გაფორმება. კომპანიის დაარსების დღიდან, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვეთების დავალებით, შპს აიდისის შესრულებული აქვს ასეულობით პროექტი. კეთილსინდისიერების, პატიოსნების და ერთიანობის პრინციპებზე დაფუძნებით ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მაღალი დონის მომსახურებას ყველა დამკვეთისთვის. შპს აიდისის ეფექტური მიდგომები საშუალებას აძლევს ჩვენს დამკვეთებს მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

    კომპანიის ფილოსოფია

    ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი დამკვეთის წარმატება დიდად არის დამოკიდებული რომ ვუზრუნველყოთ უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურება. ჩვენი მისწრაფებაა ჩამოვაყალიბოთ პოზიტიური პარტნიორობა დამკვეთებთან, გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები სხვადასხვა სახის საინჟინრო მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ყურადღებით ვაკონტროლებთ საქმიანობის ყოველ ასპექტს იმისთვის, რომ ჩვენი მომსახურება იყოს ეფექტური და რენტაბელური. ჩვენი პერსონალის პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი შრომის და ერთგულების წყალობით შპს აიდისი დამკვეთებს აწვდის უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი პრინციპული პრიორიტეტი არის გავუადვილოთ საქმე დამკვეთებს და დავზოგოთ მათი დრო და ხარჯები. ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს დამკვეთის მოთხოვნების კარგად გააზრების და ჩვენი მუშაობის ყველა ასპექტზე დიდი ყურადღების მიქცევის მეშვეობით.

    ჩვენი პრინციპები

    • დამკვეთების მოთხოვნების იდენტიფიცირება და დაკმაყოფილება;
    • პროექტების კარგად განხორციელება პირველივე შესრულებით;
    • გამჭვირვალობა;
    • გუნდური მუშაობა;
    • მუდმივი განვითარება;
    • ერთმანეთის პატივისცემა და მხარდაჭერა.

    ჩვენი მიზანი

    სამუშაოს შესრულება საუკეთესო სამუშაო მეთოდების გამოყენებით და სრული შესაბამისობით უსაფრთხოების და ხარისხის მოთხოვნებთან.

    მმართველი გუნდი / პერსონალი

    შპს აიდისის ხელმძღვანელობს გამოცდილი, პროფესიონალი მმართველი გუნდი. ამასთან ერთად, ჩვენ შევკრიბეთ ჩვენს საქმიანობის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფი - პროექტის მენეჯერები, ინჟინრები, უბნის უფროსები, ბრიგადირები, დამხმარე პერსონალი და კვალიფიციური მუშახელი. ჩვენს საკვანძო პერსონალს გააჩნია მრავალი წლის საინჟინრო გამოცდილება. სპეციფიური მოთხოვნების და პროექტების მასშტაბის მიხედვით, შპს აიდისის შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი სფეროს მაღალკვალიფიციური შტატგარეშე სპეციალისტებიც.

    © 2002-2019 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა