საცხოვრებელი მოდულების, სასადილო ოთახების და საწვავის საცავების გადახურვის დაპროექტება. ასევე, დრენაჟის, ელექტროენერგიის მიწოდების და სასმელი წყლის ქსელის დაპროექტება.
ნაგავსაყრელში წყლის ჩადინების ასაცილებლად 1200 მ სიგრძის რ/ბ ღარების და ფოლადის მილების დაპროექტება. სისტემის მიზანი იყო წყლის ფილტრაციის თავიდან აცილება, რომელიც ჩაედინებოდა ნაგავსაყრელზე.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, არსებული ბეტონის კიუვეტების და მილების გაწმენდვა და აღდგენა, გზის ვაკისის მოსწორება, დეფორმირებული ასფალტის საფარის აღდგენა, დეფორმირებული ქვედა ფენის მოხსნა, ასფალტ-ბეტონის ფენის მოწყობა, ბეტონის კიუვეტების და წყალგამტარი მილების შეკეთება და ა.შ.
გარდაბანში მაზუთის საცავის შემოწმება, მაზუთის შესანახი მოწყობილობების მიწისქვეშა და მიწისზედა მდგომარეობის გამოკვლევა: დაბალი და მაღალი წნევის მაზუთის გამაცხელებლები, გადამღვრელი მოწყობილობები, ტუმბოები და ა.შ.
სამუშაოს აღწერა: მისასვლელი გზების მოვლა-შენახვა (დაახლ. 25 კმ) ჩამკეტი და საკონტროლო სადგურების მოსაწყობად მილსადენის აღმოსავლეთ სექციაში, დაცვის პერსონალის საყოფაცხოვრებო საგნებით უზრუნველყოფა.
ნაგებობის ზედაპირის არქიტექტურული დაპროექტება, გენერატორების და დიდი მოცულობის აკუმულატორების შესანახი ადგილის დაპროექტება, ნაპირსამაგრი ნაგებობების და მდინარის კალაპოტის ლანდშაფტის დაპროექტება გარემო პირობების გათვალისწინებით, ღიობის არ არსებობის შემთხვევაში, განივი ჰიდროლოგიური ნაგებობის ჰიდროლოგიური გამოთვლა.
9 კმ თორის მისასვლელი გზის ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევა. ხრეშიანი გზის და ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება (სამი პატარა ხიდის და 32 წყალგამტარი მილის დაპროექტება).
ნაგებობის და მასთან დაკავშირებული ყველა მზიდი ელემენტის კვლევა. ვენტილატორების დამონტაჟებისათვის სამშენებლო მოთხოვნების განსაზღვრა, კაბელების გაყვანა, რ/ბ ფილის გამაგრების, პირაპირას დამონტაჟებისა და საყრდენი ჩარჩოს დაპროექტება. ნაგებობის გაანგარიშება სეისმურობის მიხედვით.
PSG1-სა და PSG2-ზე განხორციელდა გეოდეზიური სამუშაოები და ვიზუალური გეოტექნიკური შემოწმება, სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შენახვისათვის რ/ბ საძირკვლების დაპროექტება, ურიკის გასაჩერებელი ადგილის ფუნდამენტის დაპროექტება.
სამუშაოს აღწერა: პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა – ორი ეზოს მოხრეშვა (მთლიანი ფართობი 928 მ2) და შემოფარგვლა ეკლიანი მავთულით, ორი საოფისე მოდულის მშენებლობა, სათავსოს, სასადილოს, ტუალეტების და დაცვის ჯიხურების მოწყობა, ფილების დაბეტონება, მასალების და ინსტრუმენტების შესანახი კონტეინერების დამონტაჟება, წყლის საქაჩის დამონტაჟება, 1200 მ სიგრძის და 5 მ სიგანის ნაგავსაყრელთან მისასვლელი მოხრეშილი გზის მოწყობა.
არსებული ნაგებობის გეგმის შედგენა, საწყობის გაანგარიშება 8 ბალიანი მიწისძვრისთვის, სარემონტო სამუშაოების მოცულობების დადგენა: ბეტონის სამუშაოები, სადურგლო საქმე, შელესვა და ელექტროობა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. 1200 კმ2 გზის გაწმენდა და ნაწილობრივი პროფილირება. მიწის და რ/ბ კიუვეტების მოწყობა; ფოლადის წყალგამტარი მილების განთავსება ეზოს შესასვლელებსა და გზების გადაკვეთებში. სანიაღვრე ჭების მოწყობა.
სარეკოგნოსცირებო სამუშაოები საქართველოში გამავალ ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენზე საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლებთან ერთად, საკვლევი და საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება, კალენდარული გრაფიკების შედგენა, საკვლევი და საპროექტო სამუშაოების ღირებულებების დადგენა, რომლებიც მოიცავდა ოთხ ძირითად კომპონენტს: გაზსადენი, გეოტექნიკური საშიშროებები, გაზსადენის ინფრასტრუქცურა და გარემოს დაცვა.
გეოტექნიკური ჭაბურღილების ბურღვა, გრუნტის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციების დამონტაჟება, როგორიცაა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზები, წყალმომარაგება, ანგარიშების შედგენა.
სამუშაოს აღწერა: ბაკურიანში ნავთობით დაბინძურებული წყლის დაღვრის თავიდან ასაცილებლად 6 მცირე ზომის მდინარის გადაკვეთაზე დროებითი დამბების დაპროექტება და მშენებლობა. დამბები წარმოდგენილია ქვიშის ტომრების სახით. დამბების მდგრადობის უზრუნველყოფისა და წყლის დაწნევის განსახორციელებლად, ტომრები ჩამაგრებულია შესაბამისი წესის მიხედვით.
სხვადასხვა სიღრმის ჭაბურღილების გაყვანა ტაბაწყურსა და ბაკურიანში (სიღრმე 10-30 მ, 61 ჭაბურღილი). პიეზომეტრების დაყენება მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის საწარმოებლად და დაბინძურების დონეების დასადგენად.
გზის შეფასება, საგზაო გეგმების შედგენა და საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების დადგენა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. სოფელ საკირეში გზებს გააჩნიათ ძალიან მაღალი ქანობები და გზა ვიწროვდება ადგილობრივი ღობეების გამო. ამ გარემოებიდან გამომდინარე, დამუშავდა გზის აღდგენითი ტექნოლოგიები. საგზაო სამუშაოები მოიცავდა: გზის პროფილირებას/მოსწორებას მსხვილმარცვლოვანი მდინარის ხრეშის გამოყენებით წყალგამტარი მილების და კიუვეტების მოწყობას.
გზის შეფასება, საგზაო გეგმების შედგენა და საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების დადგენა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. არსებული ბეტონის კიუვეტების და მილების გაწმენდა/აღდგენა, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა, დეფორმირებული საფუძვლის ქვედა ფენის და დაბზარული საფარის მოხსნა, ასფალტ-ბეტონის ფენის მოწყობა, ბეტონის კიუვეტებისა და წყალგამტარი მილების შეკეთება, ახალი წყალგამტარი მილების მოწყობა, ზედაპირის მონიშვნა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. არსებული ბეტონის კიუვეტების გაწმენდა/აღდგენა, რ/ბ კიუვეტების მოწყობა, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა, დეფორმირებული საფარის მოხსნა, ასფალტ-ბეტონის ფენის მოწყობა, ხიდის საფარის და წყალგამტარი მილების შეცვლა, გვერდულების მოწყობა და ა.შ.
გზის შეფასება, საგზაო გეგმების შედგენა და საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების დადგენა. პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. არსებული ბეტონის კიუვეტების გაწმენდა/აღდგენა, მიწის სამუშაოების წარმოება, წყალგამტარი მილების მოწყობა, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა, დეფორმირებული და დაბზარული ფენების მოხსნა და გზის ფუნდამენტის გასაძლიერებლად ასფალტ-ბეტონის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა გეოტექსტილის (თერრამ 1500) გამოყენებით, გვერდულების და პარაპეტების მოწყობა.
გზის შეფასება, საგზაო გეგმების შედგენა და საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების დადგენა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. არსებული გზის გაწმენდა ზედმეტი გრუნტისგან, გრუნტის ფენის და გზის ზედაპირის პროფილირება, საფუძვლის ზედა ფენის აღდგენა ქვიშა-ხრეშის ნარევით, გზის საფარის მოწყობა ქვიშა-ხრეშის ნარევით/ასფალტ-ბეტონით, ქვის ბარიერებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
ხიდების ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალური შეფასება, ბეტონის მარკის და ბზარების მოცულობის დადგენა, ხიდების მზიდი ელემენტების მდგომარეობის შეფასება, რეაბილიტაციის ზომების დადგენა და რეკომენდაციების შემუშავება (მაგ: სპეციალური ტესტირება, დეტალური დაპროექტება, სარეაბილიტაციო სამუშაოების ტიპები).
არსებული ნაგებობის გეგმის შედგენა. არსებული ლიფტების დეტალური სამუშაოთა მოცულობების შედგენა, იატაკის დატვირთვის განსაზღვრა, საწყობის გაანგარიშება 8 ბალიანი მიწისძვრისთვის პროგრამა ლირას გამოყენებით.
გზის ვიზუალური შეფასება, საგზაო გეგმების შედგენა და საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების დადგენა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. არსებული ბეტონის კიუვეტების გაწმენდა/აღდგენა, მიწის სამუშაოების წარმოება, წყალგამტარი მილების და დაზიანებული ასფალტ-ბეტონის ფენის მოწყობა, დაზიანებული და დაბზარული ა/ბ ფენის მოხსნა, ა/ბ ფენის, გვერდულებისა და პარაპეტების მოწყობა და ა.შ.
ხაზების და კაბელის კვლევა, მათი საკუთრების დადგენა, სიმძლავრე, სიმაღლე და GPS კოორდინატების განსაზღვრა.
ელექტრო განათების მონტაჟი, პორტალური ტუალეტის დამონტაჟება და მოხსნა, გენერატორის დაქირავება, დაცვის ჯიხურის და გასახდელი ოთახის მოწყობა.
ექვსი სამონიტორინგო ჭაბურღილის და პიეზომეტრების მოწყობა მიწისქვეშა წყლის დონეების განგრძობითი მონიტორინგისათვის მდინარე მტკვარზე.
გადაკვეთის უბნის ქვედა ბიეფის ტოპოგრაფიული კვლევა პკ 223-ზე ტახეომეტრის გამოყენებით წყალდიდობისაგან სოფლის დაცვის სამუშაოების პროექტისთვის.
მდინარე მტკვრის დასავლეთ გადაკვეთის ტოპოგრაფიული კვლევა, ჰიდროლოგიური მონაცემების მოპოვება მდინარე მტკვრის აღმოსავლეთ გადაკვეთისთვის.
ჭაბურღილების გაბურღვა და პიეზომეტრების მოწყობა მიწისქვეშა წყლების დასადგენად და წყლის დონის მონიტორინგის მიზნით. წყლის და გრუნტის სინჯების აღება და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, რეპერების მოწყობა დამეწყრილი ადგილების მონიტორინგისთვის.
შენობის კარკასის სივრცული მოდელირება განივ და გრძივ სეისმურ ძალებზე პროგრამა ლირას გამოყენებით, ძალის განსაზღვრა მიწისძვრისათვის, რომელსაც შენობამ უნდა გაუძლოს, კონსტრუქციული ზომების დაპროექტება, რათა გაიზარდოს შენობის სეისმურობა, შენობის იატაკის გაანგარიშება.
ჰიდროლოგიური კვლევა, ნაგებობების ჰიდროლოგიური ანგარიში, ნაგებობების მზიდი კონსტრუქციების პროექტირება, მისასვლელი გზის პროექტირება, სამშენებლო სამუშაოების მოცულობების და გრაფიკების განსაზღვრა, სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.
ნავთობდამჭერი უბნის ტოპოგრაფიული კვლევა ციხისჯვარში ოშორა-2-ზე და იაღლუჯას ნაგავსაყრელზე.
19 სამონიტორო ჭაბურღილის გაბურღვა ბაკურიანის რაიონში და პიეზომეტრების მოწყობა მიწისქვეშა წყლების განგრძობითი მონიტორინგისა და პოტენციური დაბინძურების დონეების დასადგენად.
გეოტექნიკური კვლევა 6 უბანზე. 135 მ ჭაბურღილების გაბურღვა, ლაბორატორიული ტესტების ჩატარება გრუნტებისა და გრუნტის წყლების მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებების დასადგენად.
საძირკვლის საცდელი გათხრები იატაკის ხარისხისა და სიმაგრის გამოსაკვლევად, ცდის ჩატარება საძირკვლის ზედაპირზე გამოყენებული ბიტუმის მარცვლის ზომის დასადგენად, ანაკრებ ელემენტებს შორის ნაკერის ხარისხის შემოწმება, ანაკრები ბეტონის გრანულომეტრიის დადგენა, შენობების სახურავის კვლევა.
თხრილის გასწვრივ უსაფრთხოების ბარიერის მშენებლობა, მთავარი ნაგებობების და მათი ელემენტების დაზიანებების შეკეთება, ტერიტორიის და მილსადენის დერეფნის დასუფთავება, ახალციხისა და წალკის კემპების, BV17, BV18, BV21 და BV22-ის მოვლა-შენახვის სამუშაოები.
გზის ვიზუალური შეფასება, გზის გეგმებისა და გზის საფარის სტრუქტურის ტიპების შედგენა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
მშენებლობის ზედამხედველობა, როგორიცაა არსებული გრუნტის გზის მონაკვეთების პროფილირება / მოსწორება და ქვიშა-ხრეშოვანი ფენის მოწყობა, კიუვეტების და ფოლადის წყალგამტარი მილების მოწყობა ეზოს შესასვლელებთან და გზის გადაკვეთებზე.
თბილსრესის # 3, 4 და 8 ენერგობლოკების ტექნიკური შეფასება და რეაბილიტაციის სამუშაო მოცულობების და ღირებულების დადგენა.
სამუშაოს აღწერა: ბაკურიანის ცენტრალური (3,7 კმ) და შემოვლითი (3.0 კმ) გზების ტოპოგეოდეზიური კვლევა, გზის განივი და გრძივი კვეთების დაპროექტება, საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების განსაზღვრა, დეტალური ნახაზების შედგენა, რომლებიც საჭიროა ხიდებისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციისათვის, ბეტონის კიუვეტების დაპროექტება და რეაბილიტაციის სამუშაოს მოცულობებისა და ფასების განსაზღვრა.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, როგორიცაა ასფალტის გზის (1,31 კმ სიგრძის) და ხრეშის გზის (1.1 კმ სიგრძის) რეაბილიტაცია ბაკურიანში, რკინაბეტონის კიუვეტების და სამკუთხა ბეტონის ღარების მოწყობა ასფალტის გზებზე, ორი სახიდე გადასასვლელის შეკეთება.
ახალციხის რეგიონის სოფელ აწყურთან და აგარასთან მდინარე მტკვარზე ხიდის საველე გამოცდა, დატვირთვის გაანგარიშება, რეკომენდაციების შემუშავება.
საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ბაკურიანის რეგიონის წყალმომარაგების სისტემისთვის, სახელდობრ: გეოტექნიკური და ტოპოგრაფიული სამუშაოები ტრასაზე, მილსადენის (3.5 კმ) ოპტიმალური ტრასის დადგენა, წყალმომარაგების სისტემის ჰიდრავლიკური ანალიზი მილსადენის საცდელი პროექტის ჩათვლით; პროექტის შემუშავება სათავე ნაგებობისათვის, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, სათავე ნაგებობის მოწყობა, მდინარე ცხრაწყაროს ერთი საჰაერო გადაკვეთა, Bთჩ-ს მილსადენის ტრასის ერთი გადაკვეთა; რკინაბეტონის ორი საკონტროლო ჭის და ორი წყალმომარაგების სარეგულაციო ჭის მოწყობა, მშენებლობის შემდეგ წყალმომარაგების სისტემის შემოწმება, საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოება და ა.შ.
ყველა იმ დოკუმენტაციის მოპოვება, რომელიც შეეხება თბილისში მომხდარ მიწისძვრებს, მათ სიხშირეს და სიდიდეს ბოლო 100 წლის განმავლობაში. საძირკვლის საცდელი გათხრების ჩატარება, რათა შეფასდეს იატაკის ხარისხი, სიმაგრე და გამძლეობა. ცდის ჩატარება, რათა განისაზღვროს საძირკვლის ზედაპირზე გამოყენებული ბიტუმის გრანულომეტრიული შემადგენლობა და შეფასდეს სიმტკიცე. საძირკვლის არმატურის ანაკრები ელემენტების განსაზღვრა.
სამუშაოს აღწერა: ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება, ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მშენებლობის ზედამხედველობა, რომელიც მოიცავს მისასვლელი გზების მშენებლობას, უბნის მოშანდაკებას და მოსწორებას, წინასწარ დაპროექტებული ბეტონის ფილის მშენებლობას, საკანალიზაციო წყლისთვის განკუთვნილი სეპტიკის და წყლის განმანაწილებელი სისტემის მშენებლობას, უსაფრთხოების ღობეების და ჭიშკრების დამონტაჟებას, 250 მმ ფრაქციული ზომის ხრეშის ფენის მოწყობას, გარე განათების მოწყობას, წინასწარ დაპროექტებული ლითონკონსტრუქციის შენობის მონტაჟს.
მიწისზედა დაბრკოლებების კვლევა და ხიდის დატვირთვების განსაზღვრა შემდეგი გზებისთვის: ხაშური-ბათუმის სახელმწიფო გზა, ბათუმი-ფოთის სახელმწიფო გზა და ფოთი-ზესტაფონი-ჭიათურა-გორის სახელმწიფო გზა.
უბნის დამჭერი კედლის მთლიანობის შეფასება, ტოპოგრაფიული კვლევის ჩატარება, ჭაბურღილების ბურღვა გრუნტის გეოტექნიკური თვისებების დასადგენად და ლაბორატორიული შემოწმების ჩასატარებლად.
გზის ვიზუალური შეფასება, გზის გეგმების შედგენა და საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების შემუშავება.
პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა.
მშენებლობის ზედამხედველობა, რომლიც მოიცავს არსებული გრუნტის გზის მონაკვეთების პროფილირებას / მოსწორებას და ქვიშა-ხრეშის ფენის მოწყობას, საგზაო კიუვეტების და ფოლადის წყალსადენი მილების მოწყობას ეზოს შესასვლელებთან და გზის გადაკვეთებზე, ასფალტ-ბეტონიანი საფარის მონაკვეთების ორმოულ შეკეთებას.
გზების მდგომარეობის წინასწარი შეფასება, სარეაბილიტაციო სამუშაოს მოცულობის და წინასწარი ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრა.
სამუშაოს აღწერა: მიწისზედა დაბრკოლებების კვლევა შემდეგი გზებისთვის: წითელი ხიდი /Aაზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა თბილისის სატრანზიტო გზამდე, თბილისის სატრანზიტო გზა, თბილისის სატრანზიტო გზა – რუსთავის მიმღები ეზო – PშG-1 სადგური, რუსთავის მიმღები ეზო – მარნეული – თეთრიწყარო – PშG-2 სადგური, PშG-2 სადგური – წალკა ყველა ამინდში მისასვლელი გზის გავლით, ხაშური – ბორჯომი – ახალციხე – ვალე – თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ბორჯომი – ბაკურიანი – ციხისჯვარი.
ლელქაშის ტერიტორიის ტოპოგრაფიული კვლევა 1:500 მასშტაბში, შესაბამისი ნახაზების შედგენა.
სამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვების განხორციელება, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა.
დაზიანებული გზის საფუძვლის მოხსნა, გეოტექსტილის მემბრანის გაფენა და ასპჰალტ-ბეტონის ზედა ფენის დაგება (გზის საფარის, საფუძვლის, კიუვეტების და გვერდულების მოწყობა, გზის მონიშვნა).
ტოპოგრაფიული კვლევა საკირეს ტერიტორიაზე, ნაკადის განივი კვეთის, ფერდობის და დანალექის კვლევები, ჰიდროლოგიური მონაცემების შეგროვება.