მოძებნე პროექტი

    ძებნის პარამეტრები

    • საძიებო სიტყვა
    • წელი
    • კლიენტი

    >მარშრუტის ვარიანტების დამუშავება და საბოლოო მარშრუტის შერჩევა; ტოპოგრაფიული, გეოტექნიკური და ჰიდროლოგიური კვლევების შესრულება; მილსადენის გეგმის, პროფილის, გადაკვეთების გეგმების, ტიპიური ნახაზების, სამუშაო მოცულობების, მასალების ჩამონათვალის და სამშენებლო სამუშაოების კალენდარული გრაფიკის და ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; მშენებლობის ნებართვის მოპოვება. გაზსადენის სიგრძეა 19.6 კმ.

    Additional Info

    • კლიენტი Schlumberger Rustaveli Company Limited (Branch) – Georgia
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება დეკემბერი 2018
    • დამთავრება ივლისი 2019
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და რეპორტინგი, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომარაგება. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა - გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, გზის ასფალტის საფარის მოწყობა არსებულ ხრეშოვან გზაზე ახალი პსჯ 1-ის კემპიდან მთავარ საზოგადოებრივ გზამდე, გვერდულების მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით, ახალი გზის სადრენაჟე სისტემების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკის ბორდიურების მოწყობა, გზის მონიშვნა.

    Additional Info

    • კლიენტი South Caucasus Pipeline
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება მაისი 2018
    • დამთავრება აგვისტო 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საინჟინრო სამუშაოები - დროებითი სამუშაოები, სამშენებლო უბნების გაწმენდა, სამშენებლო უბნების მოწყობა, მასალების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება (დატვირთვა-გადმოტვირთვა და აწევა), ბეტონის ჩასხმა ადგილზე, ანაკრები ბეტონის კონსტრუქციები, ხიმინჯების მოწყობა, ექსკავაცია, ნაპირგამაგრება, შემოღობვა, საკანალიზაციო ჭები, შურფები / დახურული ავზები, საკანალიზაციო და წყლის სისტემების აღდგენა, სამუშოები ნავთობსადენის მილზე (მიწის ზედაპირზე და თხრილში), გზების და ხელოვნური საფარის მშენებლობა, მიწის სამუშაოები, ნიადაგის კვლევა, სამშენებლო სამუშაოები, აღდგენითი სამუშაოები, სამუშაოები მდინარეების გადაკვეთებზე, სადრენაჟე სამუშაოები, წყალმოცილება, საკაბელო არხების გაყვანა (მიწის ქვეშ), მომარაგება, სამშენებლო და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება და მიწოდება, შეღებვა, წყალგაუმტარი ფენის მოწყობა, შემოწმება და ტესტირება, ზედმეტი და ნარჩენი მასალების გატანა სამუშაო უბნიდან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საშემსრულებლო ნახაზებისა და მასალების საკონტროლო დოკუმენტაციის მომზადება, შედუღების ჩანაწერების / NDE ნახაზების და სერტიფიცირების პაკეტების დამუშავება და წარდგენა. კონსტრუქციული სამუშოები - კონსტრუქციების დამზადება, ანაკრები ასაწყობი კონსტრუქციების, მასალების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება (დატვირთვა-გადმოტვირთვა და აწევა), კონსტრუქციების მონტაჟი, მომარაგება, სახარჯი მასალების ტრანსპორტირება და მიწოდება, შემოწმება და ტესტირება, ზედმეტი და ნარჩენი მასალების გატანა სამუშაო უბნიდან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საშემსრულებლო ნახაზებისა და მასალების საკონტროლო დოკუმენტაციის მომზადება, შედუღების ჩანაწერების / NDE ნახაზების და სერტიფიცირების პაკეტების დამუშავება და წარდგენა. პროექტი არის Call-off-ებზე დაფუძნებული.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა, საინჟინრო სამუშაოები
    • დაწყება თებერვალი 2018
    • დამთავრება სექტემბერი 2026
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საპროექტო სამუშაოების შესრულება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სუფსის კემპისთვის. პროექტზე დაყრდნობით, არსებული მილგაყვანილობის ქსელი შეიცვალა სუფსის კემპის გარე და შიდა პერიმეტრზე. სამუშაოები მოიცავდა ცხელი, ცივი წყლის და გათბობის მილების შეცვლას. საერთო ჯამში, შეიცვალა 630 მ მილების შიდა ქსელი და 940 მ მილების გარე ქსელი. აგრეთვე, არსებული დიზელზე მომუშავე ავზი შეიცვალა ახალი ელექრტო წყლის გამათბობლით, რომელიც აღჭურვილი იყო წყლის დამარბილებლითა და სატუმბით.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ნოემბერი 2017
    • დამთავრება თებერვალი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    პროექტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა, მასალების შეძენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის კონტროლი და შეტყობინება, ხარისხის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამშენებლო სამუშაოების შესრულება, როგორიცაა - დაზიანებული ასფალტ-ბეტონის ექსკავაცია, გზის საფუძვლის მშენებლობა ქვიშა-ღორღის მასალით. გზის საფარის ფენების მოწყობა მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ასფალტ ბეტონის ნარევით.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ნოემბერი 2017
    • დამთავრება იანვარი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    დეტალური საპროექტო სამუშაოები სხვადასხვა დისციპლინებში, მათ შორის: მექნიკური, კონსტრუქციული, მილგაყვანილობის, საპროცესო, ანტი-კოროზიული, შედუღების, ინსტრუმენტების, ელექტრომომარაგების, უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემების, ავტომატური მართვის, სატელეკომუნიკაციო სისტემების, სამოქალაქო სფეროს და მათ შორის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, მეწყრული პროცესების შემამცირებელი და მდინარეების გადაკვეთების / ნაპირსამაგრი ღონისძიებების შემუშავება-პროექტირება. პროექტი დაფუძნებულიაCall-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება ივლისი 2014
    • დამთავრება ივლისი 2019
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    დინარეების გადაკვეთებზე ეროზიის საწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს კალაპოტებისა და ნაპირების გამაგრებას რიპ-რაპებით, Maccaferri-ის გაბიონებით, ბეტონის კონსტრუქციებით და ა.შ., ასევე გამწვანების და ბუნებრივი გარემოს წინასამშენებლო პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა
    • დაწყება ივნისი 2014
    • დამთავრება დეკემბერი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამშენებლო, სამოქალაქო საინჟინრო, საპროექტო, საკვლევ-საძიებო და ზოგადი საპროექტო მომსაზურების გაწევა დამკვეთისგან მიღებული ჩალლ-Oფფ-ებისა და შესაბამისი დავალებების მიხედვით. სამუშაოები სრულდება მილსადენებისა და მდინარეების/არხების გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, მილსადენების დამხმარე ნაგებობებზე და ა.შ.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Shah Deniz) Ltd
    • სამუშაოს ტიპი კვლევა, დაპროექტება, მშენებლობა
    • დაწყება ივნისი 2014
    • დამთავრება დეკემბერი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამუშაოები სრულდება BTC, SCP და WREP მილსადენების გაყოლებაზე, საქაჩ სადგურებსა და დამხმარე ნაგებობებზე, მისლადენების დერეფნებსა და გასხვისების ზოლში, მდინარეთა გადაკვეთებზე, მისასვლელ გზებზე, სასაწყობე მოედნებზე და ა.შ.
    სამუშაოები მოიცავს: მიწის სამუშაოებს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტერიტორიის მოხრეშვა-მოშანდაკებას, მეწყრის საჭინააღმდეგი და ანტი-ეროზიული ღონისძიებების გატარებას. ზოგად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პროექტების დამხმარე სამუშაო ძალით უზრუნველყოფას, მასალების, დანადგარებისა და მანქანა/მექანიზმების მიწოდებას, მძიმე და მსუბუქი ტვირთების გადაზიდვას, გაწმენდით სამუშაოებს, მათ შორის ზამთრის პერიოდში. პროექტი დაფუძნებულია Call-off-ებზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი დაპროექტება, მშენებლობა, საინჟინრო სამუშაოები
    • დაწყება მაისი 2014
    • დამთავრება იანვარი 2018
    • ადგილმდებარეობა საქართველო
    ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018 16:04

    Provision of Civil and Structural Construction Services for BP Georgia

    Civil works - temporary works, site clearance, site set-up, transportation (including handling and lifting) of materials and equipment, in-situ concrete, pre-cast concrete, piling, excavations, shoring, fencing, man-holes, pits/covered tanks, sewer and water main renovation and ancillary works, pipelines and pipework (on ground, in trenches), roads and pavings, earthworks, ground investigation, building works, reinstatement, river crossings works, drainage works, dewatering, cable ducting (below ground), procurement, supply and delivery of materials and consumables, painting , waterproofing, inspection and testing, removal of excess and waste materials from the worksite upon completion of the work., preparation of as-built and materials traceability drawings, weld record/NDE drawings and the compilation and presentation of certification packages.

    Structural works - structural fabrication, pre-fabrication, transportation (including handling and lifting) of pre-fabricated assemblies, materials and equipment, structural construction, procurement, supply and delivery of consumables, inspection and testing, removal of excess and waste materials from the worksite upon completion of the work, preparation of as-built and materials traceability drawings, weld record/NDE drawings and the compilation and presentation of certification packages.

    The Project is on Call-off basis.

    Additional Info

    • Client Name BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • Work Type Provision of Civil Services for BTC/SCP and WREP in Georgia
    • Start თებერვალი 2018
    • Completion სექტემბერი 2026
    • Location Georgia
    Published in Projects
    გვერდი 1 სულ 2
    © 2002-2020 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა