ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური კვლევის განხორციელება, შენობის დეტალური პროექტირება, რომელიც მოიცავდა შენობის ყველა ელემენტს, როგორიცაა კონსტრუქციული, მექანიკური, გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირება, ელექტრო და ა.შ.
სამ სართულიანი ოფისის შენობის მშენებლობა საერთო ფართით 900 მ2. სამუშაოები მოიცავდა: მიწის სამუშაოებს საძირკვლისთვის, ფუნდამენტის ფილების, სვეტების, კოჭების და ჭერის ფილების მოწყობას რკინაბეტონის კონსტრუქციით, საძირკვლის და ჭერის ფილების ჰიდრო იზოლაციას, კედლების და ტიხრების მოწყობას სხვადასხვა მასალით, მათ შელესვასა და შეღებვას, კარების და ფანჯრების მონტაჟს, წყლის სისტემის მონტაჟს, საკანალიზაციო და ელ. დენის ქსელს, სააბაზანოების და საპირფარეშოების მოწყობას, იატაკის მოწყობას, გათობობა / ვენტილაცია / კონდიცირებას, კომპიუტერების და ტელეფონების ქსელს, ფანჯრის ჟალუზებს, ოფისის ავეჯით უზრონველყოფას, ეზოს საფარის მოწყობას (2000 მ2) რკინაბეტონით.
სამუშაოები მოიცავდა მილსადენების გასწვრივ არსებული მეწყრული უბნების სამონიტორინგო წერტილების ტოპოგრაფიულ კვლევას შM და DM, ანათვალების აღებასა და მათ პირვანდელ მონაცემებთან შედარებას. სულ გამოკვლეულ იქნა 204 არსებული სამონიტორინგო წერტილი.
გაწეული მომსახურეობა მოიცავდა საინჟინრო, საპროექტო და საკვლევ-საძიებო სამუშაოებს სხვადასხვა ტექნიკურ დისციპლინებში, მათ შორის: ტოპოგეოდეზია, საინჟინრო-გეოლოგია, არქიტექტურა, სამოქალაქო მშენებლობა, გათბობა-ვენტილაცია, კონსტრუქტორული, მექანიკური და ელექტრო ინჟინერია და ა.შ.
საპროექტო უბნის საინჟინრო-გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევა; გენერალური გეგმისა და ვერტიკალური გეგმარების დამუშავება; შენობა-ნაგებობების არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის შედგენა; წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარიდების სისტემების პროექტირება; გზებისა და ბილიკების პროექტირება BTC სტანდარტების შესაბამისად.
საკვლევი ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, 60 გ.მ. ჭაბურღილების გაყვანა, 60 ჰა ფართობის ტერიტორიის ტოპოგრაფიული აგეგმვა (მასშტაბი 1:1000). კვლევის ანგარიშის მომზადება.
ყოველი ანძის სამონტაჟო უბანზე ჭაბურღილის გაყვანა (5-10 მ სიღრმით); ჭაბურღილებიდან გრუნტისა და წყლის ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული შემოწმება; საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიში მომზადება (სულ 56 უბანი); დამკვეთის მიერ მომზადებული ანძების საძირკვლების პროექტების საექსპერტო შემოწმება; სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა; ბეტონის ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირება; სამშენებლო მასალების სერთიფიცირების კონტროლი; ანძების ვერტიკალურობის შემოწმება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, რ/ბ სადრენაჟე არხების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.
საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და ტოპოგრაფიული აგეგმვა. გენერალური გეგმის შედგენა; კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობისთვის დეტალური პროექტის დამუშავება, მათ შორის: დანადგარებისთვის რ/ბ ფუნდამენტების, ბეტონის გარსაცმებისა და დანადგარების დამაკავშირებელი მილგაყვანილობის პროექტის მომზადება.
PSG1-ზე გარდაბანში და PSG2-ზე თეთრიწყაროში საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისთვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოების წარმოება. შენობა-ნაგებობებისა და კომუნიკაციების განსათავსებლად ტერიტორიის გენერალური გეგმების დამუშავება. მიწის სამუშაოების მოცულობების დათვლა-დაანგარიშება.
წარეცხვის საწინააღმდეგო დროებითი და მუდმივი ღონისძიებების დეტალური პროექტის დამუშავება, როგორიცაა ბეტონის და რიპრაპის ბარაჟები და მდინარის კალაპოტის რიპრაპით მოპირკეთება.