PSG1-ზე გარდაბანში და PSG2-ზე თეთრიწყაროში საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისთვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოების წარმოება. შენობა-ნაგებობებისა და კომუნიკაციების განსათავსებლად ტერიტორიის გენერალური გეგმების დამუშავება. მიწის სამუშაოების მოცულობების დათვლა-დაანგარიშება.
წარეცხვის საწინააღმდეგო დროებითი და მუდმივი ღონისძიებების დეტალური პროექტის დამუშავება, როგორიცაა ბეტონის და რიპრაპის ბარაჟები და მდინარის კალაპოტის რიპრაპით მოპირკეთება.
შესრულებული სამუშაოები მოიცავდა:
ქარის ტურბინების საძირკვლებისა და საკაბელო არხების მოწყობას Bთჩ ნავთობსადენის BV03-სა და BV16-ზე.
Bთჩ ნავთობსადენის მე-15 და მე-16 ჩამკეტებზე ღობის შეკეთება.
PშG1-სა და PშG2-ზე ტურბინების გამოსატანი რკინაბეტონის ბილიკების მოწყობა.
პროექტები მოიცავდა როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოებს.
სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა:
- მიწის სამუშაოებს, სადრენაჟე არხების მოწყობას, ტერიოტორიის შემოღობვას, შიდა გზებისა და ბეტონის ბილიკების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას.
- საძინებელი ნაგებობის, სამზარეულო ნაგებობისა და მათი დამაკავშირებელი დერეფნის მშენებლობას (მთლიანი ფართობი 1020.8 მ2), რაც მოიცავდა რ/ბ ლენტური საძირკვლების, საძირკვლის ფილების, სვეტების, კოჭებისა და გადახურვის ფილების მოწყობას; გარე ბლოკის კედლებისა და თაბაშირ-მუყაოს ტიხრების მოწყობას, დამუშავებასა და შეღებვას; შენობა-ნაგებობების თბოიზოლაციას; ლითონის გადახურვის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს და შენობების გადახურვას გალვანიზირებული თუნუქის ფურცლებით; რკინის კარებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჟრების მოწყობას.
- გენერატორისა და საწვავის ავზის ფარდულის მშენებლობას.
- სამაცივრე ფარდულის მშენებლობას.
- კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობისა და ლელქაშის მოწყობას.
სამუშაოები მოიცავდა მილსადენების თავებზე სამონიტორინგო მაგნიტების დამონტაჟებას და მათ აგეგმვას. სულ მოწყობილ იქნა 38 ცალი მაგნიტი. ამასთან, მილსადენების გასწვრივ მოეწყო დროებითი სამონიტორინგო წერტილები.
ბაკურიანში, მდინარეებზე: ცხრაწყარო, კუმისკა-1, კუმისკა-2, ოშორა-1, ოშორა-2 მეორადი ნავთობდამჭერების პარაპეტებზე რ/ბ კონსტრუქციების მოწყობა. ასევე, 3 გენერატორისთვის რ/ბ საძირკვლებისა და სათავსი ფარდულების მოწყობა და მათი შიდა მოპირკეთების სამუშაოები. აღნიშნული მდინარეების ნაპირებზე გაბონების მოწყობა ჯამური მოცულობით 7343 მ3.
BV16-ზე და GB03-ზე ოთხი ქარის ტურბინის მოსაწყობად შესრულდა შემდეგი სამუშაოები: საპროექტო უბნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და ტოპოგრაფიული აგეგმვა; ტურბინების საძირკვლების მზიდუნარიანობის გაანგარიშება; ობიექტებზე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები; სამშენებლო მოედნების მოზადება, ტურბინების რ/ბ საძირკველიბის, ანკერებისა და საკაბელო არხების მოწყობა.
სამუშაოები მოიცავდა მილსადენების გაყოლებაზე სამონიტორინგო წერტილების მოწყობას და აგეგმვას აბსოლუტურ კოორდინატთა სისტემაში. სულ მოწყობილი წეტრილების რაოდენობა – 203.
ჩატარდა საპროექტო უბნების საინჟინრო-გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევები. საპროექტო სამუშაოები მოიცავდა ტეროტიორიების გენერალურ გეგმარებას, გამწმენდი ნაგებობის ცალკეული დანადგარების რ/ბ ფუნდამენტებს, ბეტონის გარსაცმებს, შიდა მილგაყვანილობას, ლელქაშს რ/ბ მიმღები და გამშვები ჭებით, მილგაყვანილობას გამწმენდი ნაგებობიდან ლელქაშამდე და ლელქაშიდან არსებული ხეობებისკენ. სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა: მიწის სამუშაოებს, ბეტონისა და რკინაბეტონის სამუშაოებს, დანადგარების სამონტაჟო სამუშაოებს, მილგაყვანილობების მოწყობასა და ლელქაშის მშენებლობას.
მდინარეების კალაპოტებისა და ნაპირების გასამაგრებელი/სარეაბილიტაციო სამუშაოები 0.7 – 1.0 მ ზომის რიპრაპბის მწყობით. სულ, სამივე მდინარეზე მოეწყო 1400 მ3 რიპრაპი.