სამუშაოს აღწერა: გურჯაანის ღვინის ქარხნის ადმინისტრაციული შენობის გადაკეთება სასტუმროდ. სამუშაო მოიცავს არქიტექტურულ დაგეგმარებას, მზიდი ელემენტების კონსტრუქციულ გამოთვლებს, წყლის, კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციისა და ელ. დენის სისტემის დაპროექტებას, შიდა ინტერიერის დიზაინს, ასევე ჩოგბურთის კორტებს, საუნას და სხვა რეკრეაციულ საშუალებებს სასტუმროს კომპლექსის ფარგლებში.
გორგასლის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელის დაპროექტება, რომელიც შედგება რკინაბეტონის გალერეისგან, გუმბათისა და შესასვლელ/გასასვლელისგან.
მუშა პროექტი მოიცავს გადასასვლელის კონსტრუქციულ დაპროექტებას არქიტექტურული დაგეგმარების მიხედვით მიწისქვეშა კომუნიკაციების განლაგების გათვალისწინებით. შედგა საყალიბე და არმიერების ნახაზები, წყლის მომარების სისტემა სახანძრო ჰიდრანტებისათვის და განისაზღვრა გამაძლიერებელი კონსტრუქცია.
სამშენებლო სამუშაოების მართვა, როგორიცაა არსებული ბეტონის კიუვეტების და მილების გაწმენდა/აღდგენა, გზის ვაკისის მოსწორება, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა, დეფორმირებული ქვედა ფენის და დაბზარული ასფალტის ფენის მოხსნა, ასფალტის ფენის მოწყობა, ბეტონის კიუვეტებისა და მილების შეკეთება, ახალი მილების მოწყობა, გზის მონიშვნა და ა.შ. 8 გზაზე, საერთო სიგრძით დაახლ. 27 კმ გარდაბანში, მარნეულსა და თეთრიწყაროს რაიონებში.
სამუშაოები სრულდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და დასავლეთის საექსპორტო მილსადენზე, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე და ბიპის სხვადასხვა ობიექტებზე: სატუმბ სადგურებზე, წნევის დამწევ სადგურებზე, მილსადენების დერეფნებზე, ჩამკეტ სადგურებზე, მდინარეთა გადაკვეთებზე, სუფსის ტერმინალსა და სასაწყობე ტერიტორიებზე და ა.შ.
მომსახურება მოიცავს – გზების შეკეთების და მოხრეშვის სამუშაოებს, მექანიზმების შეკეთებას, ეროზიისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, სხვადასხხვა სახის აღდგენით სამუშაოებს, ხელით შესასრულებელ სამუშაოებს, მცირე მასშტაბის სამშენებლო სამუშაოებს, მუშახელის უზრუნველყოფას, ზამთარში სადგურებთან მისასვლელი გზების მოვლა-პატრონობას, მასალების და მექანიზმების მიწოდებას და მძიმე/მსუბუქი ტვირთების ტრასპორტირებას.
შლუზის დამზადება, რ/ბ ანაკრები კონსტრუქციის დამზადება, ტრანშეის გათხრა, მიწის დამბის მოწყობა, წყალარიდების სისტემის ფლეთილი ქვით მოწყობა.
30 მ-მდე ჭაბურღილების გაყვანა PSG-1-ზე, ნიმუშების აღება, ტოპოგრაფიული კვლევა, ლაბორატორიული ტესტირება, გეოტექნიკურ მონაცემთა დამუშავება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ანგარიშების შედგენა
ლიფტის შახტის გაძლიერება და ჰიდრავლიკური ლიფტის მონტაჟი, რომელიც შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან: 16 მ სიმაღლის ლიფტის შახტის გაძლიერება ანაკრები ფოლადის ელემენტებით, რ/ბ ბრტყელი სახურავის მოწყობა ლიფტის შახტაზე, ლიფტის და მისი რელსების მონტაჟი.
სადრენაჟე სისტემის და რ/ბ ფილის მოწყობა: არსებული 500 კვ.მ რ/ბ ფილის მოხსნა კომპანიის ეზოში, 20 სმ სისქის ღორღის ფენის მოწყობა და დატკეპნა, 20 სმ სისქის მონოლითური ბეტონის ჩასხმა, წყალგაუმტარი ჰერმეტიკის ფენის მოწყობა რ/ბ ფილების სექციებს შორის.
სარკინიგზო გადასასვლელის და მისასვლელი გზების ტოპოგრაფიული კვლევა 1:500 მასტაბში. საავტომობილო გზების სიბიარის (CBR) ტესტი.
სარკინიგზო გადასასვლელის და საავტომობილო გზის საფარის დაპროექტება.
შენობის მზიდი კონსტრუქციების შეფასება, არსებული დაზიანებების დადგენა. რეკომენდაციების შემუშავება შენობებზე ანტენის დაყენებასთან დაკავშირებით მათი კონსტრუქციული მდგრადობის გათვალისწინებით.
აღდგენითი და მოვლა-შენახვის სამუშაოები BV 2-ზე; რუსთავის მილსაწყობი ეზოდან ქვა-მარილის მიწოდება PSG-ზე; საწვავის კონტეინერის მონტაჟი და მისი ტრანსპორტირება რუსთავის მილსაწყობ ეზოში.