მოძებნე პროექტი

    ძებნის პარამეტრები

    • საძიებო სიტყვა
    • წელი
    • კლიენტი

    ახალციხის რეგიონის სოფელ აწყურთან და აგარასთან მდინარე მტკვარზე ხიდის საველე გამოცდა, დატვირთვის გაანგარიშება, რეკომენდაციების შემუშავება.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, კონსტრუქციული კვლევა
    • დაწყება ივლისი 2004
    • დამთავრება აგვისტო 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ბაკურიანის რეგიონის წყალმომარაგების სისტემისთვის, სახელდობრ: გეოტექნიკური და ტოპოგრაფიული სამუშაოები ტრასაზე, მილსადენის (3.5 კმ) ოპტიმალური ტრასის დადგენა, წყალმომარაგების სისტემის ჰიდრავლიკური ანალიზი მილსადენის საცდელი პროექტის ჩათვლით; პროექტის შემუშავება სათავე ნაგებობისათვის, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, სათავე ნაგებობის მოწყობა, მდინარე ცხრაწყაროს ერთი საჰაერო გადაკვეთა, Bთჩ-ს მილსადენის ტრასის ერთი გადაკვეთა; რკინაბეტონის ორი საკონტროლო ჭის და ორი წყალმომარაგების სარეგულაციო ჭის მოწყობა, მშენებლობის შემდეგ წყალმომარაგების სისტემის შემოწმება, საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოება და ა.შ.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი დეტალური პროექტირება, მშენებლობა
    • დაწყება ივლისი 2004
    • დამთავრება აგვისტო 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ყველა იმ დოკუმენტაციის მოპოვება, რომელიც შეეხება თბილისში მომხდარ მიწისძვრებს, მათ სიხშირეს და სიდიდეს ბოლო 100 წლის განმავლობაში. საძირკვლის საცდელი გათხრების ჩატარება, რათა შეფასდეს იატაკის ხარისხი, სიმაგრე და გამძლეობა. ცდის ჩატარება, რათა განისაზღვროს საძირკვლის ზედაპირზე გამოყენებული ბიტუმის გრანულომეტრიული შემადგენლობა და შეფასდეს სიმტკიცე. საძირკვლის არმატურის ანაკრები ელემენტების განსაზღვრა.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, კონსტრუქციული კვლევა
    • დაწყება ივლისი 2004
    • დამთავრება აგვისტო 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამუშაოს აღწერა: ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება, ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
    მშენებლობის ზედამხედველობა, რომელიც მოიცავს მისასვლელი გზების მშენებლობას, უბნის მოშანდაკებას და მოსწორებას, წინასწარ დაპროექტებული ბეტონის ფილის მშენებლობას, საკანალიზაციო წყლისთვის განკუთვნილი სეპტიკის და წყლის განმანაწილებელი სისტემის მშენებლობას, უსაფრთხოების ღობეების და ჭიშკრების დამონტაჟებას, 250 მმ ფრაქციული ზომის ხრეშის ფენის მოწყობას, გარე განათების მოწყობას, წინასწარ დაპროექტებული ლითონკონსტრუქციის შენობის მონტაჟს.

    Additional Info

    • კლიენტი BTC Co/კასპიის ზღვის მოდულური შენობა
    • სამუშაოს ტიპი პროექტის მენეჯმენტი
    • დაწყება აგვისტო 2004
    • დამთავრება ნოემბერი 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მიწისზედა დაბრკოლებების კვლევა და ხიდის დატვირთვების განსაზღვრა შემდეგი გზებისთვის: ხაშური-ბათუმის სახელმწიფო გზა, ბათუმი-ფოთის სახელმწიფო გზა და ფოთი-ზესტაფონი-ჭიათურა-გორის სახელმწიფო გზა.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, ანგარიშის შედგენა
    • დაწყება ივლისი 2004
    • დამთავრება აგვისტო 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    უბნის დამჭერი კედლის მთლიანობის შეფასება, ტოპოგრაფიული კვლევის ჩატარება, ჭაბურღილების ბურღვა გრუნტის გეოტექნიკური თვისებების დასადგენად და ლაბორატორიული შემოწმების ჩასატარებლად.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, ანგარიშის შედგენა
    • დაწყება ივნისი 2004
    • დამთავრება ივლისი 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო
    პარასკევი, 20 ივლისი 2018 21:47

    დვირი-საკირის გზის რეაბილიტაცია

    გზის ვიზუალური შეფასება, გზის გეგმების შედგენა და საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების შემუშავება.
    პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, მონიტორინგი და ფიზიკური და ფინანსური პროგრესის ანგარიშების ჩაბარება, ხარისხის უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა.
    მშენებლობის ზედამხედველობა, რომლიც მოიცავს არსებული გრუნტის გზის მონაკვეთების პროფილირებას / მოსწორებას და ქვიშა-ხრეშის ფენის მოწყობას, საგზაო კიუვეტების და ფოლადის წყალსადენი მილების მოწყობას ეზოს შესასვლელებთან და გზის გადაკვეთებზე, ასფალტ-ბეტონიანი საფარის მონაკვეთების ორმოულ შეკეთებას.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი მშენებლობა, მატერიალურ-ტექნიკური დასაბუთება
    • დაწყება მაისი 2004
    • დამთავრება ივლისი 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    გზების მდგომარეობის წინასწარი შეფასება, სარეაბილიტაციო სამუშაოს მოცულობის და წინასწარი ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრა.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი წინასწარი შესწავლა
    • დაწყება მაისი 2004
    • დამთავრება ივნისი 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    სამუშაოს აღწერა: მიწისზედა დაბრკოლებების კვლევა შემდეგი გზებისთვის: წითელი ხიდი /Aაზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა თბილისის სატრანზიტო გზამდე, თბილისის სატრანზიტო გზა, თბილისის სატრანზიტო გზა – რუსთავის მიმღები ეზო – PშG-1 სადგური, რუსთავის მიმღები ეზო – მარნეული – თეთრიწყარო – PშG-2 სადგური,  PშG-2 სადგური – წალკა ყველა ამინდში მისასვლელი გზის გავლით, ხაშური – ბორჯომი – ახალციხე – ვალე – თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ბორჯომი – ბაკურიანი – ციხისჯვარი.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, მონაცემთა ანალიზი
    • დაწყება ივნისი 2004
    • დამთავრება ივნისი 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ლელქაშის ტერიტორიის ტოპოგრაფიული კვლევა 1:500 მასშტაბში, შესაბამისი ნახაზების შედგენა.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა
    • დაწყება მაისი 2004
    • დამთავრება მაისი 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო
    © 2002-2020 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა