მოძებნე პროექტი

    ძებნის პარამეტრები

    • საძიებო სიტყვა
    • წელი
    • კლიენტი

    ობიექტების მართვის და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა

    სამუშაოები მოიცავს ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ინფრასტრუქტურის, შენობების, გაყვანილობების და მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებას, ტესტირებას / ვერიფიკაციას, რემონტს, აქტივების რეგისტრაციას და სადაც საჭროა, გამოცვლას.

    ეს უკლებლივ მოიცავს შემდეგს: შენობები, ფიზიკური უშიშროების მოწყობილობები და პერიმეტრის განათება, გზები, ფენილები, ბილიკები და მყარი ზედაპირები სამუშაო უბნების პერიმეტრის ღობის ფარგლებში, ყველა განათების და ილუმინაციის ობიექტები და ფიტინგები, სატელევიზიო სისტემები, მათ შორის საკაბელო ტელევიზიის ლიცენზიები, მოწყობილობები, საკომპლექტო ყუთები, რეკრეაციული ობიექტები, მექანიკური მოწყობილობები, ელექტრო მოწყობილობები, მათ შორის ძირითადი დენის წყარო და განაწილება, სახანძრო და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემები და მოდულები, მოწყობილობების ჩათვლით, ხმოვანი და მონაცემთა სისტემები, ყველანაირი პროფილირებული და საფარიანი გზები სამუშაო უბნების ფარგლებში, უშიშროების სისტემები, მათ შორის ღობეები და სხვა დამხმარე მოწყობილობები, დამონტაჟებული ძირითადი მოწყობილობები, მათ შორის, და არამხოლოდ: ელექტრო დენის გენერატორები, დენის განმანაწილებლები, სასმელი წყალი, საკანალიზაციო წყლის გადამუშავება, უბნის სადრენაჟო სისტემა, გათბობა, ვენტილაცია, ჰაერის კონდიცირება, ცხელი და ცივი წყალი, ავტომატური სახანძრო დეტექციის სისტემა და სახანძრო წყლის სისტემა (გარდა უშიშროების სისტემებისა), კვების და სამრეცხაო ობიექტების მოწყობილობები, საგზაო მოძრაობის მართვის სისტემები და სხვა მსგავსი.

    Additional Info

    • კლიენტი: BP Exploration (Caspian Sea) Ltd. - Georgia
    • სამუშაოს ტიპი: ტექნიკური მომსახურება
    • დაწყება: მარტი 2022
    • დამთავრება: მარტი 2025
    • ადგილმდებარეობა: საქართველო
    © 2002-2020 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა