მოძებნე პროექტი

    ძებნის პარამეტრები

    • საძიებო სიტყვა
    • წელი
    • კლიენტი

    არეა 80-ის მუდმივი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირება

    სამუშაოს აღწერა: ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა და ტოპოგრაფიული აგეგმვა. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავდა შემდეგ შენობა-ნაგებობებს: 24 მაცხოვრებელზე გათვლილი საძინებელი შენობა, სამზარეულო-სასადილო შენობა, დაცვის ჯიხური, გენერატორისა და საწვავი ავზის ფარდული, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, მოსაწევი ფარდული, ნარჩენების სათავსო, გარე სარეკრეაციო ტერიოტორია, მანქანების პარკინგი, სპორტული მოედანი. პროექტი მოიცავდა არქიტექტურული, კონსტრუქციული, შიდა და გარე ელექტროქსელების, განათების, ვიდეო სათვალთვალო სისტემების, სახანძრო უსაფრთხოების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციისა დეტალურ პროექტირებას. საპროექტო სამუშაოები შესრულდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტანდარტების (British Standards,  IBC-2000, NFPA 101) შესაბამისად.

    Additional Info

    • კლიენტი: BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი: დეტალური პროექტირება
    • დაწყება: მარტი 2009
    • დამთავრება: ოქტომბერი 2009
    • ადგილმდებარეობა: საქართველო
    © 2002-2020 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა