მოძებნე პროექტი

    ძებნის პარამეტრები

    • საძიებო სიტყვა
    • წელი
    • კლიენტი

    პროექტები

    აგეგმვითი და გეოტექნიკური სამუშაოები ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო ბაზისთვის ბორჯომსა და წალკაში

    ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო ბაზის ტერიტორიის აგეგმვითი სამუშაოები ბორჯომსა და წალკაში (მასშტაბი 1:500), გეოტექნიკური ჭაბურღილების ბურღვა, გრუნტის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, ანგარიშის შედგენა
    • დაწყება თებერვალი 2004
    • დამთავრება მაისი 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მარნეული-ჯანდარა და თეთრიწყარო-წალკის სამანქანო გზების რეაბილიტაციის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა

    სარეკოგნოსცირებო და საპროექტო სამუშაოები. სარეკოგნოსცირებო სამუშაოები შედგება მარნეული-ჯანდარის (61,4 კმ) და თეთრიწყარო-წალკის (31,22 კმ) გზების და ამ გზებზე მდებარე ხელოვნური ნაგებობების ტექნიკური შეფასებისა და მთელი ტრასის ვიზუალური დათვალიერებისგან.
    საპროექტო სამუშაოები; სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა არსებული გზების დათვალიერებასა და ტექნიკურ შეფასებაზე დაყრდნობით; საგზაო სამოსის კონსტრუქციის შემუშავება და სარეაბილიტაციო სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

    Additional Info

    • კლიენტი Spiecapag/Petrofac JV
    • სამუშაოს ტიპი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება
    • დაწყება ნოემბერი 2003
    • დამთავრება დეკემბერი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საინჟინრო და სამუშაოთა მოცულობების დადგენის სამუშაოები BTC-ს მილსადენის 9 მდინარის გადაკვეთაზე.

    მილსადენის მდებარეობის განსაზღვრა გრძივ კვეთებზე, გრუნტის ვიზუალური შეფასება, განივი კვეთის კონფიგურაციის განსაზღვრა, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, საექსკავაციო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა.

    Additional Info

    • კლიენტი Spiecapag/Petrofac JV
    • სამუშაოს ტიპი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება
    • დაწყება ნოემბერი 2003
    • დამთავრება დეკემბერი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    წალკის რაიონის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტი

    სამუშაოს აღწერა: საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები წალკის რაიონის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის, სახელდობრ: გეოტექნიკური და აგეგმვითი სამუშაოები მილსადენის ტრასაზე, მილსადენის (24 კმ) ოპტიმალური ტრასის განსაზღვრა, წყალმომარაგების სისტემის ჰიდრავლიკური ანგარიში მილსადენის საცდელი პროექტის ჩათვლით; სარეაბილიტაციო პროექტის შედგენა სათავე და ქლორით დამამუშავებელი ნაგებობებისთვის, არსებული ორი რეზერვუარისთვის, საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება სამშენებლო მასალების შესაძენად; ორი ახალი რეზერვუარის მშენებლობის პროექტირება, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა; ორი ახალი 100 მ3 რეზერვუარის, სათავე ნაგებობის და ქლორით დამამუშავებელი ნაგებობის დაპროექტება / მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის შემოწმება მშენებლობის დასრულების შემდეგ, საშემსრულებლო დოკუმენტაციის შედგენა და ა.შ.
    სამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვების განხორციელება, მშენებლობის ზედამხედველობა, პროექტის დაგეგმვა და გრაფიკის შედგენა, ფიზიკური და ფინანსური პროგრესის მონიტორინგი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი დეტალური პროექტირება, პროექტის მენეჯმენტი
    • დაწყება ნოემბერი 2003
    • დამთავრება სექტემბერი 2004
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფა “მოსახლეობის მიერ ენერგიის რესურსების ეფექტურ გამოყენებასა და ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე”

    რეზიუმეს მომზადება, რომელშიც დეტალურად იქნება გადმოცემული ენერგიისა და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების ეფექტური გამოყენების არსებული ტექნოლოგია, ტექნოლოგიური სქემების შემუშავება, ბროშურებისა და სხვა საჩვენებელი მასალების შედგენაზე რეკომენდაციის გაწევა.

    Additional Info

    • კლიენტი Umid HSSC
    • სამუშაოს ტიპი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება
    • დაწყება ოქტომბერი 2003
    • დამთავრება დეკემბერი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    კონტრაქტი მცირე სამუშაოების უზრუნველყოფაზე

    დაახლოებით 500 მ თხრილის ექსკავაცია დანიშნულების ადგილას. 150 მმ დიამეტრის ფოლადის მილების შეძენა და მიტანა სოფ. საკუნეთში, ბაკურიანის რაიონი.
    ხის კედლის აშენება წალკაში მდებარე 22 კილოვატიანი გენერატორის ხმაურის ჩასახშობად.
    მილსადენის ოვალურობის გასაზომად სპეციალური მოწყობილობის დამზადება. წყალმზიდით სასმელი წყლის მიწოდება ცემის მოსახლეობისთვის.
    წყალმომარაგების მილსადენის შეკეთება სოფელ ციხისჯვარში, ბაკურიანის რაიონი. 20 სმ სისქის ქვიშა-ხრეშის ნარევი იქნა დატკეპნილი 3000 მ2 ფართობზე, რომელიც მოეწყო რუსთავის მილსაწყობ ეზოში.
    სოფელ დარაკოვის თემის საკრებულოს გარე და შიდა აღდგენითი სამუშაოები წალკის რაიონში.
    წალკის რაიონის ორი სოფლის სკოლებში მინების გამოცვლა და დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენა.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი მცირე სამუშაოების უზრუნველყოფა
    • დაწყება სექტემბერი 2003
    • დამთავრება დეკემბერი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანა მარნეულის რაიონში – გარემოზე ზემოქმედების შეფასება

    ტერიტორიის ეკოლოგიური პირობების გამოკვლევა, ზეგავლენა ნიადაგზე, ატმოსფეროსა და გრუნტის წყლებზე, ქარხნის მშენებლობის, მოქმედების და დემონტაჟის დროს პოტენციური რისკის შეფასებისა და შემამსუბუქებელი ზომების შემუშავების ჩათვლით.

    Additional Info

    • კლიენტი შ.პ.ს. Geo Nitro
    • სამუშაოს ტიპი გარემოზე ზემოქმედების შეფასება
    • დაწყება სექტემბერი 2003
    • დამთავრება ნოემბერი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ნაკადის ტოპოგრაფიული და განივი კვეთის კვლევა, “მოცულობა-1”

    ტოპოგრაფიული კვლევა, განივი კვეთის კვლევა, დანალექიდან ნიმუშების აღება და ფრაქციული ზომის ანალიზი, დინების მაქსიმალური ხარჯების განსაზღვრა, საველე მონაცემების დამუშავება და წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება Bთჩ-ს მიერ მდინარე ქციის, ალგეთის, გუმბათის და ხუთი ნაკადის გადაკვეთებისთვის ბორჯომი-ბაკურიანის რაიონში.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, მონაცემთა ანალიზი
    • დაწყება აგვისტო 2003
    • დამთავრება სექტემბერი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მდინარის გადაკვეთის კვლევები

    ჰიდროლოგიური კვლევა, მდინარის განივი კვეთის კვლევები და ექვსი მდინარის დანალექიდან ნიმუშის აღება ახალციხის ტერიტორიაზე.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, მონაცემთა ანალიზი
    • დაწყება აგვისტო 2003
    • დამთავრება სექტემბერი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ნაკადის ტოპოგრაფიული და განივი კვეთის კვლევა, “მოცულობა-2”

    ტოპოგრაფიული კვლევა, განივი კვეთის კვლევა, დანალექიდან ნიმუშების აღება და ფრაქციული ზომის ანალიზი, დინების მაქსიმალური ხარჯების განსაზღვრა, საველე მონაცემების დამუშავება და წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება Bთჩ-ს მიერ მდინარე ქციის, ალგეთის, გუმბათის და ხუთი ნაკადის გადაკვეთებისთვის ბორჯომი-ბაკურიანის რაიონში.

    Additional Info

    • კლიენტი BP/BTC Co
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, მონაცემთა ანალიზი
    • დაწყება ივნისი 2003
    • დამთავრება ივლისი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    მისასვლელი გზების რეაბილიტაციის პროექტი ბაკურიანის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის პროექტისთვის (სიგრძით სულ 60 კმ)

    სარეაბილიტაციო ზომების დაპროექტება ბაკურიანი-თეთრიწყაროს გადასასვლელისთვის, დვირი-საკირე და ბორჯომი-ბაკურიანის მონაკვეთებისთვის და გეოტექნიკური საველე სამუშაოები; ვიზუალური გეოტექნიკური შეფასება ამ პერიოდის განმავლობაში; გზის საფარის კონსტრუქციების, გზის გეგმების, გრძივი და განივი პროფილების შემუშავება; გზების მცირერადიუსიანი და ვიწრო მონაკვეთის ხელახალი დაპროექტება; ხიდისა და მილის, მეწყერულ და ჩახრამულ ადგილებში დამჭერი კედლების და ა.შ. დაპროექტება.

    Additional Info

    • კლიენტი Spiecapag/Petrofac JV
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, დაპროექტება
    • დაწყება ივნისი 2003
    • დამთავრება ივლისი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    აგეგმვითი სამუშაოები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის გეოსაფრთხეების კვლევა

    ზოლების და წერტილების აგეგმვა "Total Station"-ის აღჭურვილობის გამოყენებით მინაძის, ტისელის, საკირის და კოდიანას უბნებზე ბაკურიანის რაიონში.

    Additional Info

    • კლიენტი URS D&M
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა
    • დაწყება მაისი 2003
    • დამთავრება ივნისი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ბაქო-სუფსის მილსადენის კორიდორის მიერ რუსთავის გადაკვეთისთვის საინჟინრო ღონისძიებების შემუშავება (პკ 479)

    საპროექტო სამუშაოები მილსადენის მუშა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბაქო-სუფსის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის ბაქოს ტექტონიკური გადაკვეთიდან პკ 479,7-ზე.
    საპროექტო სამუშაოები: 5,3 ჰექტარის საველე ტოპოგრაფიული კვლევა, გეოტექნიკური და ლაბორატორიული სამუშაოები, მილსადენის ჩამარხვის სიღრმის განსაზღვრა, მონაცემების კამერალური დამუშავება, პროექტის შემუშავება გრუნტის საფარის მოშანდაკების უზრუნველსაყოფად მილსადენის 200 მ მონაკვეთზე და ქვაყრილის არხების მოწყობა; შესაბამისი მიწის სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა; მილსადენის თავზე გრუნტის საფარის 0.9 მ-მდე დაყვანა მილსადენის სეისმურ დატვირთვებზე ფუნქციუნირების გასაუმჯობესებლად.

    Additional Info

    • კლიენტი საქართველოს ნავთობსადენის კომპანია
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, დეტალური პროექტირება
    • დაწყება მარტი 2003
    • დამთავრება მარტი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო

    ბაქო-სუფსის მილსადენის ძველ მონაკვეთებზე (პკ 44 – პკ 50) გრუნტის საფარის გაზრდის დაპროექტება

    ტოპოგრაფიული კვლევა და მონაცემთა დამუშავება; სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტების განსაზღვრა მილსადენის ზემოთ მიწის ფენის სისქის გაზრდისთვის (60, 70 ან 80 სმ-ით); შემოთავაზებული სამუშაო მოცულობების უწყისის შედგენა და წყალგამტარი მილების დაპროექტება პკ 46+179-ზე.

    Additional Info

    • კლიენტი საქართველოს ნავთობსადენის კომპანია
    • სამუშაოს ტიპი საველე კვლევა, დეტალური პროექტირება
    • დაწყება მარტი 2003
    • დამთავრება მარტი 2003
    • ადგილმდებარეობა საქართველო
    გვერდი 4 სულ 4
    © 2002-2020 IDC Ltd. All Rights Reserved. Developed By GT-studio

    ძებნა